Bacchus
Search This Blog
Saturday, September 24, 2016
27.01.2015
თუ როდესმე ვინმე შეძლებს დაითვალოს ყველა ის ცრემლი ,რომლებიც შენს ბალიშზე დავტოვე შენგან მალულად.. თუ როდესმე ავხსნი რატომ არის შენს ზურგს უკან ტროპიკული ჰავა წელიწადის ნებისმიერ დროს მხოლოდ ჩემთვის,თუ როდესმე ზუსტად დავარქმევ სახელს შენი თვალის ფერს ,აუცილებლად გეტყვი რომ დღემდე არ ვიცი რა ძალებით მოვედი იმ დღეს შენთან,გეტყვი რომ ცნება "პირველი" შენ დაანგრიე ზუსტად 10 წუთში, ჩუმად იმასაც გაგიმხელ ,რომ სამყაროს ნებისმიერ წერტილში გამოგყვები დაუფიქრებლად, რა ვქნა რომ ამ შენს სიყვარულს სპეციალურ ტემპერატურაზე არ სჭირდება გაჩერება შენახვისთვის და მის ეტიკეტზე მითითებული ვადა პლიუს უსასრულობამდეა, იცოდე ჩემო: თუ კი ერთ დღესაც ბეღურები გადაწყვეტენ თბილ ქვეყნებში გადაფრენას, ეს ჩვენი სახლი იქნება....თუ როდესმე ვინმე გეტყვის, რომ დიდი გრძნობა კალამს ხელიდან არ გაგაგდებინებს არ დაუჯერო, მათ ყოველთის სხეული იწოვს და სანამ ფურცლამდე მიასწრებდე მისვლას უკვე შენს ქსოვილებშია გახსნილი...
Saturday, April 23, 2016
1+1=3 (22.02.2016)
რთულია.:)
როდესაც მითხარი რომ უკვე "შენ " კი არა "თქვენ" იქნებოდით არ ვიცი რა ვიგრძენი იმ წუთას,მიხაროდა მხოლოდ ვერ გადმოვცემდი ამ სიხარულს.. მერე როდესაც გაგიჭირდა მე არ ვიყავი ის ვისთანაც გინდოდა ყოფნა, ვფიქრობდი რომ ეჭვიანობა უდროო იყო, თუმცა ვეჭვიანობდი ყველაზე და ყველეფერზე ვინც შენთან იყო..ბოლოს როდესაც ჩემთან დარჩი მთელი ღამე არ მეძინა,ვიმახსოვრებდი ჩვენს ერთად გატარებულ ღამეს, ვიმახსოვრებდი როგორ მხვევდი წელზე ხელს და ცხელ ცრემლებს ჩუმად ვყლაპავდი, მინდოდა ჩემს მეხსიერებაში აღბეჭდილიყო ყველა დეტალი ,მინდოდა დამებრუნებინა ყველა ერთად გატარებული დილა და უფრო მეტად დამეფასებინა... დღემდე არ იცი რომ როდესაც გათხოვება გადაწყვიტე ძალიან ბევრჯერ ვიტირე, გადანაშაულებდი ჩემგან წასვლაში, იქნებ მე არ ვიყავი მზად რომ მარტო დაგეტოვებინე, შენ ხო სულ სხვა ხარ? სხვა ადგილი გიკავია,ეგოისტი ხარო მითხრეს..მეგონა ერთად ბევრ რამეს ვნახავდით ,ბევრი ბევრი ბეეევრი სიგიჟე გველოდა და უცებ ბახ და მარტო დამტოვე,მიმატოვე გესმის?????? მიმატოვე უხმოდ,უცერემონიოდ. მე უშენოდ არ მახსოვს ცხოვრება, არ მახსოვს და არც ვიცი....მერე ისეთ რამეში რაც არ ყოფილა და უბრალოდ დავიბრალე მომახალე ,რომ უბრალოდ არ მენდობოდი ამდენი ხანი : სწორედ ამიტომო ესეც დააყოლე,(სწორედ იმიტომ,რაც არ არსებობდა)...როგორ მენატრები,რომ იცოდე .. როგორ მჭირდები....როგორ მჭირდები..
გზები ტაძრების გარეშე. მე-შენს გარეშე...
Wednesday, December 24, 2014
Answer
ამ ბოლო დოს,როცა ვლოცულობ ვასრულებ ასე:''ღმერთო ყველაფერი ისე იყოს,როგორც შენ თვლი საჭიროდ''-თქო
ამ ბოლო დროს სულ+ერთი ფერი გახდა დედამიწა,მეგონა შენ მაინც აინთებოდი ლამაზფრად,სიყვარულისფრად,შენითვალისფრად მაგრამ...არა შენც აიზილე ამ სულ-ერთ(ში) ფერში..
ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე,რომ მხოლოდ საკუთარ თავზე დაძალებით ვარ დაკავებული,ვაძალებ ყველაფერს,რაც არ მინდა, რაც მინდა, რაც მტკენს..
ამ ბოლო დროს ის სულ მცირე მსახიობური ნიჭიც დავკარგე ,რაც გამაჩნდა და ვეღარც გახარებულის როლს ვთამაშობ,ვერ დიდად შეძრულს,როდესაც რამე გულისამაჩუყებელ ისტორიას ვისმენ...
ამ ბოლო დროს ღმერთს ვთხოვ იყოს ყველაფერი ისე,როგორც მას სურს და ვიცი,რომ ასე მხოლოდ ხელებს ვაწმინდავ იმას,ვისაც ვერ ვხედავ,მაგრამ მწამს...
ამ ბოლო დროს აღარც სამომავლო მიზნებს ვეჭიდები და ფეხებზე(ც) მკიდია ადმიანების მოდგმა...
ამ ბოლო დროს მხოლოდ იმაზე ვფიქრობ,ვინმე რომ მოკვდეს, საერთოდ სიკვდილს ისე ხშირად ვიხსენებ ,ხანდახან ცელის წვეტს ვგრძნობ ხერხემლის მალებით.
სადაც გავივლი შუქები ქრება,სიცოცხლე კვდება და არავინ იღიმის.
ამ ბოლო დროს სარკეში საკუთარი ანარეკლის მეშინია,მაგრამ მაინც განვაგრძობ: ღმერთო იყოს ყველაფერი ისე,როგორც შენ გინდა..
ამ ბოლო დროს მგონია ,რომ ჩემი ადგილი სადმე მყუდრო ფსიქიატრიულშია..
შენ რომ რამე ფერს ესადაგებოდე, იქნებოდი „ჩემისისხლისფერი“
მე არ მაინტერესებს არავის რჩევა,დარიგება,თითის ქნევა, „ნწ-ნწ-ს„ ძახილი,ხანდახან ვფიქრობ წინ ერთი ტყვიით გადატენილი იარაღი,რომ მედოს რა ვუზამდი და არ მაქვს პასუხი..
ამ ბოლო დროს მეგონა,რომ ხსნა შენშია,შენშია მაგრამ..ჩემი არა.
მე ისიც მეგონა რომ მოხვიდოდი
მე მეგონა
მეგონა,
მეგონე..
გონს რომ მოვედი,მხოლოდ შენს მიერ ჩემთვის გაფრცქვნილი ფორთოხლის სუნი ამდიოდა ხელებზე და სანამ ჩემთვის ციტრუსის სუნი აქვს შენს ამ ქვეყნად ყოფნას... ღმერთს ვთხოვ,რომ ყველაფერი ისე იყოს როგორც ის თვლის საჭიროდ....
მაგრამ ისიც გაითვალისწინოს თუ როგორ მიყვარხარ...
Sunday, May 25, 2014
My Dad, My Hero
მე და შენ გვაქვს ყველაზე უცნაური ურთიერთობა,
მე და შენ არასოდეს გვიცხოცრია ერთმანეთისთვის
მე და შენ არასოდეს გვისაუბრია საყვარელ ფერებსა თუ მწერლებზე
მე და შენ ...რთულად მახსენდება დილა,როდესაც გნახე ახალგაგვიძებულმა
მე და შენ არასოდეს გვრქმევია ''ჩვენ''
მე არასოდეს მიგვრძვნია,რომ ჩემი ხარ
და ძალით ვირწმუნებ მუდამ თავს ,რომ გიყვარვარ,თუნდაც იმიტომ ,რომ ეს ასეა საჭირო
მე და შენ არასოდეს გვისაუზმია ერთად და არც ის ვიცი რამდენ კოვზ შაქარს იყრი ყავაში.
ვერც კითხვაზე '' რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს'' ვიცი შენი პასუხი
შენ ალბათ შეყოვნდები იმის გასახსენებლად,თუ რამდენი წლის ვხდები სულ მალე
მე არასოდეს მიგვრძნია ,როგორია როცა შენს რჩევას ვისმენ
და არასოდეს გამხსენებიხარ დაცემის დროს,რათა შენთან მოვსულიყავი და ნატკენი მუხლი მეჩვენებინა
შენ არასოდეს გითქვამს ,რომ ყველაზე ლამაზი ვარ
და არასოდეს მინახავს შენს სახეზე ''ეს ჩემი შვილია'' გამომეტყველება
შენ არასოდეს გითქვამს '' ვინმემ თუ გაწყენინა მე მითხაი'' (არაუშავს '' ზატო'' ბიძაჩემის ძმაკაცის ახლობელს უთქვამს)
შენ ერთადერთი როლი ვერ ითამაშე კარგად ''მამა''
ერთადერთი ნიღაბი ვერ მოირგე
სამაგიეროდ უსულო საგნებისა თუ ბრიყვის როლი გამოგდის ფანტასტიურად,
მე მხოლოდ ის მაინტერესებს,რატომ მიაგდე ასე ეს სცენარი,იქნებ ამ როლსაც კარგად ასრულებდი
და მხოლოდ ის ვიცი,რომ ყოველთვის მერვედი ადამიანი ვიქნები და ალბათ ,თუ კი ოდესმე მედიცინაში ჩემს სათქმელს ვიტყვი ,არ გამახსენდები იმ წუთას შენ...მე მსურდა ყოფილიყავი იქ,სადაც გეგულებოდი, აღგეზარდე შენებური მეთოდებით,გაგვესინჯა ქვეყნად ყველანაირი სახეობის ნაყინი და შემდეგ გვეკამათა იმაზე,თუ რომელი ჯობია...მაგრამ რაც უფრო ვცადე შენთან მოახლოება, სადღაც დაგკარგე
და შეიძლება სასაცილოდ ჟღერს ,მგრამ მკლავდა ინტერესი თუ როგორია ,როდესაც მამა არ გიშვებს სადმე
იქნებ არც ისე მოსაწყენია ძილის წინ შვილის შუბლზე კოცნა და მშვიდობანი ღამის სურვება, მისი სკვერში გასეირნება,
იქნებ არც ისე მოსაწყენია მისთვის სიყვარულით ანთებული თვალებით ყურება,
იქნებ არც ისე მოსაწყენი ვარ,თუ ერთხელ მაინც არ მოხვალ და მკითხავ '' ვინ ხარ'' ამას ხომ ვერც გაიგებ..
შენ ვერასოდეს გაიგებ რას ნიშნავს იყო მშობელი
და ვერც იმას მოისმენ ჩემგან,რომ ყველაში გეძებ
და არც არასოდეს ვაღიარებ შენი თანდასწრებით,რომ გიცავ მუდამ და ხანდახან,როდესაც მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგავ საოცრად მინდა სადღაც კუთხეში მაინც იჯდე და აპლოდისმენტების ხმაურს შენი ხელის ხმა უერთდებოდეს...
შენ არასოდეს დააყენებ ვინმეს შენზე წინ და არსებობა-გადარჩენაში ისე დამკარგავ , თუმცა შენ არც არასოდეს გიპოვნივარ...
მაპატიე ,რომ პირდაპირ ხუთი წლის არ გავჩნდი,შენ ხომ უფრო პატარა ბავშვები არ გიყვარს..
ერთხელ მაინც,რომ ვიგრძნო შენი ხელი ჩემს სიცხიან შუბლზე იქნებ შეიცვალოს ყველაფერი...
მამა სულ ორჯერ დაგიძახე და ეს შენ არც გაგიგია...
Sunday, May 11, 2014
ცივ მორგში,მაგიდაზე დასვენებული,ახლადშესვენებული გვამი ვარ..შემოაღებ ხოლმე კარს ფეხით, მოიმარჯვებ ლანცეტს და სხეულის იმ ნაწილს შეისწავლი საგულდაგულოდ,რომელიც გინდა..მე კი დადუმებული ვწევარ ,ტკივილებს ვერ ვგრძნობ ,მაგრამ არ მინდა,არ მინდა იცოდე სახსართა გადაბმის სახეობები ჩემში, არ მინდა მაგრამ ვერაფერს ვშველი..სასაცილოა ,აქ ამ მაგიდაზე თავად დავწექი,თავად წამოგყევი "დიდი აღმოჩენების" გასაკეთებლად ,მაგრამ...
წადი მეთქი ,გიბრძანე ,გთხოვე,გიყვირე..ნუთუ არ გეშინია,რომ ჩემს ამღვრეულ თვალებში ერთხელაც საკუთარ თავს დაინახავ და გაიქცევი კი არ წახვალ..მე კი, რამდენჯერაც ვცადე შენგან წასვლა,მხოლოდ სიმეტრიულ წრეებს ვხაზავდი და კვლავ საწყის პოზიციას ვუბრუნდებოდი,მერე ვბრაზდებოდი და ოლიმპიური სისწრაფით ვიწყებდი სირბილს,მაგრამ ამაოდ ამ ელიფსოიდურმა სვლამ მომიყვანა ახლა აქ და ვწევარ ცივ მორგში ,ვერცხლისფერ მაგიდაზე... ველოდები როდის ამოიწურება სასწავლი მასალა და გვამისათის შესაფერისი ინტერესი მკლავს გაგრძელების,რადგან ვხედავ,რომ ჩემს გვერდით მაგიდაზე არავინ წევს და მინდა ვნახო იმავე სულისკვეთებით მოეკიდები თუ არა შენს შემდეგ შესასწავლ ობიექტს.. ის კი არ იცი,რომ თავად ხარ მსხვერპლი,შენ ხომ არ გდომებია ამ საქმიამონისთვის მოგეკიდა ხელი,ნეტავ ცხოვრებაში ერთხელ მომეცეს ძალა,წამოვდგე ხელი მოგკიდო და გავიქცეთ,თუნდაც წრეები ვხაზოთ ,თუნდაც შემოვიაროთ მსოფლიოს ყველა მორგი... შენ ჩემში ხარ.. ვგრძნობ,ვხედავ კიდეც.. წამიყვანე რა.. წამიყვანე იქ სადაც მხოლოდ ჩვენ ვიქნებით და გპირდები,რომ ლენინსაც კი შეშურდება ჩემი არსებობის... მსოფლიოს ყველა საოცრებას განახებ,შენ ოღონდ მენდე,მე ,ადამიანს ,რომელმაც თავად არ იცის რისი უნდა სჯეროდეს და რისი არა,დახუჭე თვალები და მე ვიქნები ყველაზე ერთგული.. მხოლოდ შენთვის მოვიკრებ ძალას,რომ ყოველ დილით ისევ გავცოცხლდე და გადაგიშალო აღმოჩენების მთელი სამყარო,რომ ერთხელ,ისე, შენთვის გულში თქვა : ქვეყნად ცხოვრება იმისთის ღირდა ,შენ რომ მენახე ....
წადი.. მე აღარ მაქვს ძალა დაგტოვო..ნელ-ნელა გაიპარა ჩემიდან,თითო კოცნით, შეხებით,ყურის ბიბილოებიდან,საფეთქლებიდან, ხელის თითებიდან..სადღაც წავიდა და დამტოვა,მიბაძე სანამ დროა,იქნებ დადგეს დრო და შევეცვალოთ როლებში.
რას იტყვი ?!
Sunday, January 12, 2014
არა .. არავის აქვს იარაღის ლულა მობჯენილი ჩემთვის შუბლზე (თავად გადავწყვიტე)
არ ვიცი რატომ,მაგრამ მომინდა დამეწერა ის,რა აზრებმაც გამიელვა ხუთიოდე წუთის წინ გონებაში... გადავავლე თვალი ჩემს რელიქვიებს (მეგობრების წერილებს) და მივხვდი ,რომ ბედნიერი ვარ,რომ ერთხელ მაინც უნდა ვუთხრა მათ, რასაც სინამდვილეში ვფიქრობ და ალბათ ახლა ოდნავ გაკვირვებული სახეებით კითხულობენ.
ჩემო მეგობრებო. არა ,არ ვარგა..
ძვირფასო მეგობრებო... (სასაცილოა ასეთი დაწყება)
ელენე .. შენთვის არასდროს მითქვამს ,რომ ყოველთვის ვხედავდი ,როგორ გამოდიოდი დილით საკლასო ოთახიდან,რათა მე შემგებებოდი (ეს ერთადერთი რამაა რაც სკოლაში მენატრება ,შენი ბედნიერი ღიმილი ,როცა მე მხედავდი. ამ ღიმილის მიზეზს ვერაფრით ვხვდებოდი და ალბათ ამიტომ გიმხელ ამას ახლა), არასოდეს მითქვამს ,რომ მიკვირდა ,როგორ მიძლებდი მაშინაც კი ,როცა აუტანლად ვიქცეოდი,ისმენდი ყველანაირ ტელემუნდონარევ ისტორიას ჩემი ხანდახან პრისიონერა ცხოვრების შესახებ და მაინც ყოველ დილით არ გეზარებოდა საკლასო ოთახთან დამხვედროდი... მე შენ მიყვარხარ. ვიცი რომ ეს ჩემზე უკეთ იცი და არ აქვს მნიშვნელობა წელიწადში ასჯერ თუ ნახევარჯერ ვნახავთ ერთმანეთს ..ჩვენ სოფო და ელენე ვართ, განუყრელი კლასელები,მეგობრები ,ახლობლები ,მხოლოდ შენ იცი როგორ აღვიქვამ "პატარა უფლისწულს" (მაპატიე მთელი კვირა რომ გაძალებდი მის წაკითხვას) მე არასოდეს მითქვამს შენთვის ,რომ როდესაც სკოლიდან გადახვედი მე-11 კლასში, სახლში მოსული ყოველ დღე ვტიროდი ,რადგან პირველად ვიგრძენი სიცარიელე და მივხვდი როგორ მავსებდი 5 წლის განმავლობაში... ჩემო ელენე ,ჩემო ყველაზე თბილო ....მე არასოდეს მითქვამს ,რომ მხოლოდ შენ მაჩერებდი 51 -ე საჯარო სკოლაში და დღეს ბედნიერი ვარ,რომ მარტივად არ დაგთმე...
თამარ.... ფრაზა ,რომელიც ყველა წერილში მეორდება :" ბევრი მოდიოდა,მერე მიდიოდა მაგრამ მე და შენ ვრჩებოდით მუდამ და ეს ასე გაგრძელდება" ,იცი ერთხელ ისიც მითხარი ( არა არ გითქვამს წერილად მომწერე) მე იმიტომ დავრჩები,რომ გულით დამყავხარ და არა გონებითო.. მე კარგად მახსოვს ,რომ შენი ვალი მაქვს 25 თეთრი მე-6 კლასიდან მოყოლებული (გავისტუმრებ ცოტაც მაცადე) ,შენ ერთადერთი ხარ ვისაც შეუძლია მოვიდეს ,როდესაც დამინახავს ,რომ ვიტრინის ზედა თაროზე ვცდილობ დავათვალიერო ელექტროტექნიკა უშედეგოდ და ხელში აყვანის ინსცენირება გააკეთოს ( ამაზე ახლაც ბევრს ვიცინი :))))) შენთვის არასოდეს მითქვამს,რომ ვერ ვიტან როცა ტონტოლიკოს მეძახი ვახ.... მაპატიე ,რომ დამრიგებელი მუდამ შენ გსჯიდა ლაპარაკის გამო მე კი ოლიმპიური ღიმილით ვუყურებდი ამ სცენას, ისიც მაპატიე რომ თუ არ ვლაპარაკობდით, იმიტომ გეჩხუბებოდა თვალებით ნუ საუბრობთო, რა ჩვენი ბრალია თუ ყველანაირი ჟესტით გვესმის ერთმანეთის.. გინდა თამუსია თოფურია დაირქვი გინდა სუბიექტური იყავი და თუ გინდა სექსისტი :))) ჩემთვის მაინც ის თაფლო იქნები,რომელთან ერთადაც ყოველ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვაზე დავდიოდი და სიონის ბაღში ქალაქობანას ვთამაშობდი (სხვათა თანხლებით) მე შენ მიყვარხარ ... და რამე....
სალომე შენ ერთადერთი ადამიანი ხარ,რომელმაც საიქიოს გამისტუმრა კეთილად.. არა,გაგონილა მეგობარს დაუწერო წერილში ასეთი რამ : " ვიცი შენს ცხოვრებაში ბევრი რამ არ ხდება ისე როგორც გინდა,მაგრამ ცოტაც მოითმინე ღმერთს თავისთვის კარგები უნდა და შენი დროც მოვა" ? მეშინია ამ დროის მოსვლის ))) შენ შეგიძლია მიმტკიცო ,რომ გუშინ გითხარი შენი ნახვა არ მინდა-მეთქი და იმდენ ხანს მიმეორო რომ საბოლოოდ მეც შემეპაროს ეჭვი ამაში. შენთვის არასოდეს მითქვამს ,რომ ზემოთ აღნიშნული სიცარიელე სწორედ შენ შემივსე (ელენე შენ არ დამვიწყებიხარ )) და ამისთვის მადლობელი ვარ..ვიცი ბევჯერ მეტყვი არასოდეს გითვამს რომ გიყვარვარო,ამიტომ ახლა გეუბნები მე შენ მიყვარხარ,რადგან ხარ ყოველთვის იქ, სადაც უნდა იყო ,არც ის მითქვამს,როგორ ამაყად ვგრძნობ თავს როდესაც მაქებ და როცა მიყვები რამე ისეთს, სხვებმა რომ არ იციან ,მე თავი მათზე მაგარი "ტიპი" მგონია და ამითაც ვბედნიერდები (ეგოისტი თვითონ ხარ მკითხველო). შენ ხარ ჩემი აბიტურიენტობისა და გიჟი ზაფხულის მეგზური...ჩემი მაგული... და ძაბულის განუყოფელი ნაწილი...
ანუკი... აი ,შენთვის არასოდეს მითქვამს ,რომ როდესაც სიკვდილი მისურვე.. ბევრი გაგინე... )))) კარგი ბევრი არა...
შენ ხარ ყველაზე მოუსვენარი ადამიანი , მხოლოდ შენ შეგიძლია დალიო გაურკვეველი წარმოშობის 4ჩ-ს სადღეგრძელო, არა თან მარტო კი არ დალევს, ჩვენც დაგვალევინებს, შენ გამალოთე საერთოდაც თუ გაინტერესებს და ვაფშეტა იცოდე რომ დაბადების დღე ,რომ გაქვს ნახევარ საათში აი ახლა,აქ, პირველი მე გილოცავ და ადრე თუ გვიან ვიღაც-ვიღაცები პირველობას ,რომ მიიწერენ ნახავ ამ პოსტს და გაიღიმებ... არასოდეს მითქვამს რა ბედი ეწია შენს ნაჩუქარ გაურკვეველი წარმოშობის "საჩუქარს" ჩემი სვით 18-დან , ამას არც არასოდეს გეტყვი.. ისე კაი იყო.... :)))))შენ ხარ ქარი,რომელიც არასოდეს გვაძლევს მოდუნების საშუალებას , იცი, მე შენც მიყვარხარ ,გასაოცარია მაგრამ უკვე ოთხი ადამიანი მყვარებია მხოლოდ ამ პოსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ:)))არასოდეს მითქვამს,როგორ დამწყდა გული სამეგორელოში მარტო,რომ გაგვიშვი მე და სალომე... და ის რაც ყოველთვის მინდოდა მეთქვა, მე შენს გვერდით ვარ (ნუ როცა გამოცდები არ მაქვს :)))) და საერთოდაც ჩვენ აქ ვართ ,ძალიან ახლოს...
ნუცა...ვიცი შენ გინდა ,რომ ცალკე პოსტი მოგიძღვნა და საერთოდაც როგორ გაგიბედე ,რომ ახლა მეგობრების სიაში ჩაგწერე... შენთვის არასოდეს მითქვამს ,რომ... უხ ,რამდენი რამ არ მითქვამს .. მაგალიტად ის, რომ კარგად მახსოვს მე-6 კლასში ჩვენი "ჩატენილი" ბურთი კალათში(უკანასკნელი 5 წამია, ნუცა პასს მაძლევს ,მე ვისვრი დააა ბურთი კალათშია) არასოდე მითქვამს ,რომ მენანება ის ერთი წელი უერთმანეთოდ,რომ გავატარეთ.. ვერ გპატიობდი თამუნასთან გატარებულ ვერც ერთ წამს, ალბათ მომავალში ჩემს შვილებს სიცილით მოვუყვები,როგორ დაგიბარე ლესელიძის ბაღში საქმის გასარჩევად, მეხუთე კლასში, არასოდეს მითქვამს ,რომ დღემდე ვინახავ შენი და თამარის ნაჩუქარ "ნაკლეიკებს" გლანდების ოპერაცის შემდეგ ,რომ მომიტანეთ ნაყინთან და იოგურტთან ერთად..არასოდეს მითქვამს ,როგორ მიყვარს ის ჩახუტება,ყოველი ჩემი დატუქსვის მერე,რომ იცი და სიტყვები" მე მხოლოდ ის მინდა შენ ბედნიერი იყო" არც ის მიხსენებია,რომ სადღაც გულის სიღრმეში დღემდე ვერ გპატიობ ყურმილის დაკიდებას,მაშინ როცა ბოდიშის მოსახდელად დაგირეკე (ესეც მეხუთე კლასში) .მაპატიე ფეხსაცმელებზე ,რომ დაგცინე .. ვიცი ამას არასოდეს დაივიწყებ , არც შენ მაკლებ დღემდე ,მაგრამ ეგ მართლა მაპატიე....აუუ რამდენი რამე უნდა დავწერო ახლა .. ჩახველებაწამღერებით.. მე შენ მიყვარხარ..
ვსიო სენტიმენტებმა გადამიარა და სანამ მართლა იმის დაწერა დავიწყე ,როგორი ნირიახა ხალხი ხართ და როგორ უბერავთ ხანდახან წავალ.....
Friday, September 20, 2013
🌌🌕🌞
თურმე როგორ დაგაბნიე ჩემო , რთული ყოფილა ჩემი სიყვარული ,დაგაბნია მანძილმაც ალბათ ,შენ არ მითხარი "ცამდე,მთვარემდე,მზემდეო?!"
ადამიანების უმეტესობა ყველაფერს გაიღებდა,ოღონდ სცოდნოდათ ,როდის ნახავდნენ მათ საყვარელ პიროვნებას უკანასკნელად .მე....მე იღბლიანი ვარ, ჩაგეხუტე,გაკოცე გაანალიზებულად ბოლოჯერ (ამ განცდით), მაპატიე ჩემო სველი საყელო) შენთან თამაში ხომ არასოდეს გამომდიოდა(არადა როგორი საჭირო ყოფილა)
მე ახალი ცხოვრება დავიწყე
მე ახალი ცხოვრება
მე ახალი
ახალი მე
მე
მ
!
Subscribe to:
Posts (Atom)