Search This Blog
Sunday, May 11, 2014
ცივ მორგში,მაგიდაზე დასვენებული,ახლადშესვენებული გვამი ვარ..შემოაღებ ხოლმე კარს ფეხით, მოიმარჯვებ ლანცეტს და სხეულის იმ ნაწილს შეისწავლი საგულდაგულოდ,რომელიც გინდა..მე კი დადუმებული ვწევარ ,ტკივილებს ვერ ვგრძნობ ,მაგრამ არ მინდა,არ მინდა იცოდე სახსართა გადაბმის სახეობები ჩემში, არ მინდა მაგრამ ვერაფერს ვშველი..სასაცილოა ,აქ ამ მაგიდაზე თავად დავწექი,თავად წამოგყევი "დიდი აღმოჩენების" გასაკეთებლად ,მაგრამ...
წადი მეთქი ,გიბრძანე ,გთხოვე,გიყვირე..ნუთუ არ გეშინია,რომ ჩემს ამღვრეულ თვალებში ერთხელაც საკუთარ თავს დაინახავ და გაიქცევი კი არ წახვალ..მე კი, რამდენჯერაც ვცადე შენგან წასვლა,მხოლოდ სიმეტრიულ წრეებს ვხაზავდი და კვლავ საწყის პოზიციას ვუბრუნდებოდი,მერე ვბრაზდებოდი და ოლიმპიური სისწრაფით ვიწყებდი სირბილს,მაგრამ ამაოდ ამ ელიფსოიდურმა სვლამ მომიყვანა ახლა აქ და ვწევარ ცივ მორგში ,ვერცხლისფერ მაგიდაზე... ველოდები როდის ამოიწურება სასწავლი მასალა და გვამისათის შესაფერისი ინტერესი მკლავს გაგრძელების,რადგან ვხედავ,რომ ჩემს გვერდით მაგიდაზე არავინ წევს და მინდა ვნახო იმავე სულისკვეთებით მოეკიდები თუ არა შენს შემდეგ შესასწავლ ობიექტს.. ის კი არ იცი,რომ თავად ხარ მსხვერპლი,შენ ხომ არ გდომებია ამ საქმიამონისთვის მოგეკიდა ხელი,ნეტავ ცხოვრებაში ერთხელ მომეცეს ძალა,წამოვდგე ხელი მოგკიდო და გავიქცეთ,თუნდაც წრეები ვხაზოთ ,თუნდაც შემოვიაროთ მსოფლიოს ყველა მორგი... შენ ჩემში ხარ.. ვგრძნობ,ვხედავ კიდეც.. წამიყვანე რა.. წამიყვანე იქ სადაც მხოლოდ ჩვენ ვიქნებით და გპირდები,რომ ლენინსაც კი შეშურდება ჩემი არსებობის... მსოფლიოს ყველა საოცრებას განახებ,შენ ოღონდ მენდე,მე ,ადამიანს ,რომელმაც თავად არ იცის რისი უნდა სჯეროდეს და რისი არა,დახუჭე თვალები და მე ვიქნები ყველაზე ერთგული.. მხოლოდ შენთვის მოვიკრებ ძალას,რომ ყოველ დილით ისევ გავცოცხლდე და გადაგიშალო აღმოჩენების მთელი სამყარო,რომ ერთხელ,ისე, შენთვის გულში თქვა : ქვეყნად ცხოვრება იმისთის ღირდა ,შენ რომ მენახე ....
წადი.. მე აღარ მაქვს ძალა დაგტოვო..ნელ-ნელა გაიპარა ჩემიდან,თითო კოცნით, შეხებით,ყურის ბიბილოებიდან,საფეთქლებიდან, ხელის თითებიდან..სადღაც წავიდა და დამტოვა,მიბაძე სანამ დროა,იქნებ დადგეს დრო და შევეცვალოთ როლებში.
რას იტყვი ?!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment