Search This Blog

Wednesday, December 24, 2014

Answer

ამ ბოლო დოს,როცა ვლოცულობ ვასრულებ ასე:''ღმერთო ყველაფერი ისე იყოს,როგორც შენ თვლი საჭიროდ''-თქო ამ ბოლო დროს სულ+ერთი ფერი გახდა დედამიწა,მეგონა შენ მაინც აინთებოდი ლამაზფრად,სიყვარულისფრად,შენითვალისფრად მაგრამ...არა შენც აიზილე ამ სულ-ერთ(ში) ფერში.. ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე,რომ მხოლოდ საკუთარ თავზე დაძალებით ვარ დაკავებული,ვაძალებ ყველაფერს,რაც არ მინდა, რაც მინდა, რაც მტკენს.. ამ ბოლო დროს ის სულ მცირე მსახიობური ნიჭიც დავკარგე ,რაც გამაჩნდა და ვეღარც გახარებულის როლს ვთამაშობ,ვერ დიდად შეძრულს,როდესაც რამე გულისამაჩუყებელ ისტორიას ვისმენ... ამ ბოლო დროს ღმერთს ვთხოვ იყოს ყველაფერი ისე,როგორც მას სურს და ვიცი,რომ ასე მხოლოდ ხელებს ვაწმინდავ იმას,ვისაც ვერ ვხედავ,მაგრამ მწამს... ამ ბოლო დროს აღარც სამომავლო მიზნებს ვეჭიდები და ფეხებზე(ც) მკიდია ადმიანების მოდგმა... ამ ბოლო დროს მხოლოდ იმაზე ვფიქრობ,ვინმე რომ მოკვდეს, საერთოდ სიკვდილს ისე ხშირად ვიხსენებ ,ხანდახან ცელის წვეტს ვგრძნობ ხერხემლის მალებით. სადაც გავივლი შუქები ქრება,სიცოცხლე კვდება და არავინ იღიმის. ამ ბოლო დროს სარკეში საკუთარი ანარეკლის მეშინია,მაგრამ მაინც განვაგრძობ: ღმერთო იყოს ყველაფერი ისე,როგორც შენ გინდა.. ამ ბოლო დროს მგონია ,რომ ჩემი ადგილი სადმე მყუდრო ფსიქიატრიულშია.. შენ რომ რამე ფერს ესადაგებოდე, იქნებოდი „ჩემისისხლისფერი“ მე არ მაინტერესებს არავის რჩევა,დარიგება,თითის ქნევა, „ნწ-ნწ-ს„ ძახილი,ხანდახან ვფიქრობ წინ ერთი ტყვიით გადატენილი იარაღი,რომ მედოს რა ვუზამდი და არ მაქვს პასუხი.. ამ ბოლო დროს მეგონა,რომ ხსნა შენშია,შენშია მაგრამ..ჩემი არა. მე ისიც მეგონა რომ მოხვიდოდი მე მეგონა მეგონა, მეგონე.. გონს რომ მოვედი,მხოლოდ შენს მიერ ჩემთვის გაფრცქვნილი ფორთოხლის სუნი ამდიოდა ხელებზე და სანამ ჩემთვის ციტრუსის სუნი აქვს შენს ამ ქვეყნად ყოფნას... ღმერთს ვთხოვ,რომ ყველაფერი ისე იყოს როგორც ის თვლის საჭიროდ.... მაგრამ ისიც გაითვალისწინოს თუ როგორ მიყვარხარ...

Followers