Search This Blog

Thursday, February 9, 2012

Fairy Tale

ჩემთვის არასოდეს არავის უთქვამს - "ნახე მამამ რა მოგიტანა!"
არასოდეს მითქვამს საპასუხოდ - "მადლობთ მამი "
აქედან გამომდინარე არასოდეს უკითხავთ "მოგეწონა? "
მაშასადამე არასოდეს მიფიქრია ამ კითხვის პასუხზე.
არა, არ მიყვარს შეცოდება.. უბრალოდ მიყვარს აღმოჩენები . რაიმეზე რომ ფიქრობ და .. უცებ მიხვდები .. მიხვედრას ემოცია მოსდევს.. მე კი აგერ უკვე მერამდენედ ავღნიშნავ , რომ მსიამოვნებს ემოციების შეგროვება და რადგანაც ახლა ამ წუთას მე ვწერ ეს ნიშნავს , რომ დამუხტული ვარ მისით... (ცუდად თუ კარგად ეგ სხვა საკითხია )
რამოდენიმე დღის წინ ადამიანი ვნახე , რომლის თვალებმა შემაშინეს ... პირველად ვნახე გაბოროტებული, ცისფერი, არაფრის და ამავდროულად ყველაფრის მთქმელი, წყლიანი თვალები , რომლებშიც აშკარად ამოვიკითხე, ის რომ იგი ყველაფერზე იყო წამსვლელი.. ..შიმშილისაგან.......მინდოდა ხმა ამომეღო, მეყვირა , მეჩხუბა სულის სიღრმიდან ამომეხავლა , მაგრამ არ შემეძლო ....
გუშინ კი ამდენი ხნის შემდეგ შევძელი თავი დამეღწია ყველაფრისთვის.. დიახ მარტო მინდოდა ყოფნა. არა, არანაირი დეპრესია,უბრალოდ მინდოდა მეფიქრა არაფერზე .... ერთი ქუჩაა ბავშვობიდან მეშინია იქ გავლის და იმ დროიდანვე ვცდილობ ამ ფაქტის ახსნას... მივდიოდი სწორედ იმ ქუჩაზე თანაც კაციშვილი არ იყო და მიხაროდა , რომ ასეთ "გმირობას" ჩავდიოდი.... ტუჩზე ისე ვიკბინე სისხლი მომდიოდა.. მეც გავუყევი სახლის გზას, ვფიქრობდი მარკესზე და ვტოვებდი ჩემი სისხლის კვალს თოვლზე ....

Followers