Search This Blog

Sunday, January 12, 2014

არა .. არავის აქვს იარაღის ლულა მობჯენილი ჩემთვის შუბლზე (თავად გადავწყვიტე)

არ ვიცი რატომ,მაგრამ მომინდა დამეწერა ის,რა აზრებმაც გამიელვა ხუთიოდე წუთის წინ გონებაში... გადავავლე თვალი ჩემს რელიქვიებს (მეგობრების წერილებს) და მივხვდი ,რომ ბედნიერი ვარ,რომ ერთხელ მაინც უნდა ვუთხრა მათ, რასაც სინამდვილეში ვფიქრობ და ალბათ ახლა ოდნავ გაკვირვებული სახეებით კითხულობენ. ჩემო მეგობრებო. არა ,არ ვარგა.. ძვირფასო მეგობრებო... (სასაცილოა ასეთი დაწყება) ელენე .. შენთვის არასდროს მითქვამს ,რომ ყოველთვის ვხედავდი ,როგორ გამოდიოდი დილით საკლასო ოთახიდან,რათა მე შემგებებოდი (ეს ერთადერთი რამაა რაც სკოლაში მენატრება ,შენი ბედნიერი ღიმილი ,როცა მე მხედავდი. ამ ღიმილის მიზეზს ვერაფრით ვხვდებოდი და ალბათ ამიტომ გიმხელ ამას ახლა), არასოდეს მითქვამს ,რომ მიკვირდა ,როგორ მიძლებდი მაშინაც კი ,როცა აუტანლად ვიქცეოდი,ისმენდი ყველანაირ ტელემუნდონარევ ისტორიას ჩემი ხანდახან პრისიონერა ცხოვრების შესახებ და მაინც ყოველ დილით არ გეზარებოდა საკლასო ოთახთან დამხვედროდი... მე შენ მიყვარხარ. ვიცი რომ ეს ჩემზე უკეთ იცი და არ აქვს მნიშვნელობა წელიწადში ასჯერ თუ ნახევარჯერ ვნახავთ ერთმანეთს ..ჩვენ სოფო და ელენე ვართ, განუყრელი კლასელები,მეგობრები ,ახლობლები ,მხოლოდ შენ იცი როგორ აღვიქვამ "პატარა უფლისწულს" (მაპატიე მთელი კვირა რომ გაძალებდი მის წაკითხვას) მე არასოდეს მითქვამს შენთვის ,რომ როდესაც სკოლიდან გადახვედი მე-11 კლასში, სახლში მოსული ყოველ დღე ვტიროდი ,რადგან პირველად ვიგრძენი სიცარიელე და მივხვდი როგორ მავსებდი 5 წლის განმავლობაში... ჩემო ელენე ,ჩემო ყველაზე თბილო ....მე არასოდეს მითქვამს ,რომ მხოლოდ შენ მაჩერებდი 51 -ე საჯარო სკოლაში და დღეს ბედნიერი ვარ,რომ მარტივად არ დაგთმე... თამარ.... ფრაზა ,რომელიც ყველა წერილში მეორდება :" ბევრი მოდიოდა,მერე მიდიოდა მაგრამ მე და შენ ვრჩებოდით მუდამ და ეს ასე გაგრძელდება" ,იცი ერთხელ ისიც მითხარი ( არა არ გითქვამს წერილად მომწერე) მე იმიტომ დავრჩები,რომ გულით დამყავხარ და არა გონებითო.. მე კარგად მახსოვს ,რომ შენი ვალი მაქვს 25 თეთრი მე-6 კლასიდან მოყოლებული (გავისტუმრებ ცოტაც მაცადე) ,შენ ერთადერთი ხარ ვისაც შეუძლია მოვიდეს ,როდესაც დამინახავს ,რომ ვიტრინის ზედა თაროზე ვცდილობ დავათვალიერო ელექტროტექნიკა უშედეგოდ და ხელში აყვანის ინსცენირება გააკეთოს ( ამაზე ახლაც ბევრს ვიცინი :))))) შენთვის არასოდეს მითქვამს,რომ ვერ ვიტან როცა ტონტოლიკოს მეძახი ვახ.... მაპატიე ,რომ დამრიგებელი მუდამ შენ გსჯიდა ლაპარაკის გამო მე კი ოლიმპიური ღიმილით ვუყურებდი ამ სცენას, ისიც მაპატიე რომ თუ არ ვლაპარაკობდით, იმიტომ გეჩხუბებოდა თვალებით ნუ საუბრობთო, რა ჩვენი ბრალია თუ ყველანაირი ჟესტით გვესმის ერთმანეთის.. გინდა თამუსია თოფურია დაირქვი გინდა სუბიექტური იყავი და თუ გინდა სექსისტი :))) ჩემთვის მაინც ის თაფლო იქნები,რომელთან ერთადაც ყოველ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვაზე დავდიოდი და სიონის ბაღში ქალაქობანას ვთამაშობდი (სხვათა თანხლებით) მე შენ მიყვარხარ ... და რამე.... სალომე შენ ერთადერთი ადამიანი ხარ,რომელმაც საიქიოს გამისტუმრა კეთილად.. არა,გაგონილა მეგობარს დაუწერო წერილში ასეთი რამ : " ვიცი შენს ცხოვრებაში ბევრი რამ არ ხდება ისე როგორც გინდა,მაგრამ ცოტაც მოითმინე ღმერთს თავისთვის კარგები უნდა და შენი დროც მოვა" ? მეშინია ამ დროის მოსვლის ))) შენ შეგიძლია მიმტკიცო ,რომ გუშინ გითხარი შენი ნახვა არ მინდა-მეთქი და იმდენ ხანს მიმეორო რომ საბოლოოდ მეც შემეპაროს ეჭვი ამაში. შენთვის არასოდეს მითქვამს ,რომ ზემოთ აღნიშნული სიცარიელე სწორედ შენ შემივსე (ელენე შენ არ დამვიწყებიხარ )) და ამისთვის მადლობელი ვარ..ვიცი ბევჯერ მეტყვი არასოდეს გითვამს რომ გიყვარვარო,ამიტომ ახლა გეუბნები მე შენ მიყვარხარ,რადგან ხარ ყოველთვის იქ, სადაც უნდა იყო ,არც ის მითქვამს,როგორ ამაყად ვგრძნობ თავს როდესაც მაქებ და როცა მიყვები რამე ისეთს, სხვებმა რომ არ იციან ,მე თავი მათზე მაგარი "ტიპი" მგონია და ამითაც ვბედნიერდები (ეგოისტი თვითონ ხარ მკითხველო). შენ ხარ ჩემი აბიტურიენტობისა და გიჟი ზაფხულის მეგზური...ჩემი მაგული... და ძაბულის განუყოფელი ნაწილი... ანუკი... აი ,შენთვის არასოდეს მითქვამს ,რომ როდესაც სიკვდილი მისურვე.. ბევრი გაგინე... )))) კარგი ბევრი არა... შენ ხარ ყველაზე მოუსვენარი ადამიანი , მხოლოდ შენ შეგიძლია დალიო გაურკვეველი წარმოშობის 4ჩ-ს სადღეგრძელო, არა თან მარტო კი არ დალევს, ჩვენც დაგვალევინებს, შენ გამალოთე საერთოდაც თუ გაინტერესებს და ვაფშეტა იცოდე რომ დაბადების დღე ,რომ გაქვს ნახევარ საათში აი ახლა,აქ, პირველი მე გილოცავ და ადრე თუ გვიან ვიღაც-ვიღაცები პირველობას ,რომ მიიწერენ ნახავ ამ პოსტს და გაიღიმებ... არასოდეს მითქვამს რა ბედი ეწია შენს ნაჩუქარ გაურკვეველი წარმოშობის "საჩუქარს" ჩემი სვით 18-დან , ამას არც არასოდეს გეტყვი.. ისე კაი იყო.... :)))))შენ ხარ ქარი,რომელიც არასოდეს გვაძლევს მოდუნების საშუალებას , იცი, მე შენც მიყვარხარ ,გასაოცარია მაგრამ უკვე ოთხი ადამიანი მყვარებია მხოლოდ ამ პოსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ:)))არასოდეს მითქვამს,როგორ დამწყდა გული სამეგორელოში მარტო,რომ გაგვიშვი მე და სალომე... და ის რაც ყოველთვის მინდოდა მეთქვა, მე შენს გვერდით ვარ (ნუ როცა გამოცდები არ მაქვს :)))) და საერთოდაც ჩვენ აქ ვართ ,ძალიან ახლოს... ნუცა...ვიცი შენ გინდა ,რომ ცალკე პოსტი მოგიძღვნა და საერთოდაც როგორ გაგიბედე ,რომ ახლა მეგობრების სიაში ჩაგწერე... შენთვის არასოდეს მითქვამს ,რომ... უხ ,რამდენი რამ არ მითქვამს .. მაგალიტად ის, რომ კარგად მახსოვს მე-6 კლასში ჩვენი "ჩატენილი" ბურთი კალათში(უკანასკნელი 5 წამია, ნუცა პასს მაძლევს ,მე ვისვრი დააა ბურთი კალათშია) არასოდე მითქვამს ,რომ მენანება ის ერთი წელი უერთმანეთოდ,რომ გავატარეთ.. ვერ გპატიობდი თამუნასთან გატარებულ ვერც ერთ წამს, ალბათ მომავალში ჩემს შვილებს სიცილით მოვუყვები,როგორ დაგიბარე ლესელიძის ბაღში საქმის გასარჩევად, მეხუთე კლასში, არასოდეს მითქვამს ,რომ დღემდე ვინახავ შენი და თამარის ნაჩუქარ "ნაკლეიკებს" გლანდების ოპერაცის შემდეგ ,რომ მომიტანეთ ნაყინთან და იოგურტთან ერთად..არასოდეს მითქვამს ,როგორ მიყვარს ის ჩახუტება,ყოველი ჩემი დატუქსვის მერე,რომ იცი და სიტყვები" მე მხოლოდ ის მინდა შენ ბედნიერი იყო" არც ის მიხსენებია,რომ სადღაც გულის სიღრმეში დღემდე ვერ გპატიობ ყურმილის დაკიდებას,მაშინ როცა ბოდიშის მოსახდელად დაგირეკე (ესეც მეხუთე კლასში) .მაპატიე ფეხსაცმელებზე ,რომ დაგცინე .. ვიცი ამას არასოდეს დაივიწყებ , არც შენ მაკლებ დღემდე ,მაგრამ ეგ მართლა მაპატიე....აუუ რამდენი რამე უნდა დავწერო ახლა .. ჩახველებაწამღერებით.. მე შენ მიყვარხარ.. ვსიო სენტიმენტებმა გადამიარა და სანამ მართლა იმის დაწერა დავიწყე ,როგორი ნირიახა ხალხი ხართ და როგორ უბერავთ ხანდახან წავალ.....

Followers