Search This Blog

Monday, December 6, 2010

ერთი-ორი სიტყვით მეტი...

ხშირად მიგვრძვნია განცდა იმისა , რომ რაღაც ვერ დავაფასე, ცხოვრებისგან ბოძებული შანსი სათანადოდ ვერ გამოვიყენე.
ხშირად ადამიანები მოდიან, მერე მიდიან, მაგრამ ხანდახან არის შემთხვევები როდესაც წავლენ ისე, გამოუმშვიდობებლად...
ვერ დავაფასე ის მომენტები როდესაც, ჩემი ხელი გეჭირათ, როდესაც სიტყვებით მეფერებოდით, ზუსტად იმ რჩევას მაძლევდით, უფრო სწორად ისეთი გზით მირჩევდით იმ წუთას ყველაზე მეტად რომ მჭირდებოდა, ყველა აზრს იზიარებდით, ყოველთვის გაინტერესებდათ ესა თუ ის განცდა სხვადასხვა საკითხზე,ყველა ემოციით ინტერესდებოდით.. ამ ყველაფრის მერე კი როდესაც წასვლა დააპირეთ ყველას გაუღიმეთ, ზოგს გადაეხვიეთ.. მე კი ერთი გაყინული გამარჯობა მითხარით.
საკუთარ თავს როგორ არ დავაბრალო მე რომ ცოტა ხშირ-ხშირად მევლო ტაძარში, ერთი-ორი სიტყვით მეტი მეთქვა , იქნებ ერთი ღიმილი მაინც დამემსახურებინა. თუმცა თავადაც თქვით რომ ეს ძალიან ადამიანური განზომილებაა და დიდად სადარდებელიც არაა, მაგრამ ვეჭვობ ჯერ იდევ დიდხანს მიწერია აქ ყოფნა, რადგან ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ავითვისე.

ახლა კი როდესაც არაჩვეულებრივი გზა დაგვანახეთ , გზა თქვენი ნახვისა სახარებასა თუ წმინდა წერილებში, დარწმუნებული ვარ ამ შანსს სათანადოდ და გონივრულად გამოვიყენებ...

Followers