Search This Blog

Saturday, April 23, 2016

1+1=3 (22.02.2016)

რთულია.:) როდესაც მითხარი რომ უკვე "შენ " კი არა "თქვენ" იქნებოდით არ ვიცი რა ვიგრძენი იმ წუთას,მიხაროდა მხოლოდ ვერ გადმოვცემდი ამ სიხარულს.. მერე როდესაც გაგიჭირდა მე არ ვიყავი ის ვისთანაც გინდოდა ყოფნა, ვფიქრობდი რომ ეჭვიანობა უდროო იყო, თუმცა ვეჭვიანობდი ყველაზე და ყველეფერზე ვინც შენთან იყო..ბოლოს როდესაც ჩემთან დარჩი მთელი ღამე არ მეძინა,ვიმახსოვრებდი ჩვენს ერთად გატარებულ ღამეს, ვიმახსოვრებდი როგორ მხვევდი წელზე ხელს და ცხელ ცრემლებს ჩუმად ვყლაპავდი, მინდოდა ჩემს მეხსიერებაში აღბეჭდილიყო ყველა დეტალი ,მინდოდა დამებრუნებინა ყველა ერთად გატარებული დილა და უფრო მეტად დამეფასებინა... დღემდე არ იცი რომ როდესაც გათხოვება გადაწყვიტე ძალიან ბევრჯერ ვიტირე, გადანაშაულებდი ჩემგან წასვლაში, იქნებ მე არ ვიყავი მზად რომ მარტო დაგეტოვებინე, შენ ხო სულ სხვა ხარ? სხვა ადგილი გიკავია,ეგოისტი ხარო მითხრეს..მეგონა ერთად ბევრ რამეს ვნახავდით ,ბევრი ბევრი ბეეევრი სიგიჟე გველოდა და უცებ ბახ და მარტო დამტოვე,მიმატოვე გესმის?????? მიმატოვე უხმოდ,უცერემონიოდ. მე უშენოდ არ მახსოვს ცხოვრება, არ მახსოვს და არც ვიცი....მერე ისეთ რამეში რაც არ ყოფილა და უბრალოდ დავიბრალე მომახალე ,რომ უბრალოდ არ მენდობოდი ამდენი ხანი : სწორედ ამიტომო ესეც დააყოლე,(სწორედ იმიტომ,რაც არ არსებობდა)...როგორ მენატრები,რომ იცოდე .. როგორ მჭირდები....როგორ მჭირდები.. გზები ტაძრების გარეშე. მე-შენს გარეშე...

No comments:

Post a Comment

Followers