tag:blogger.com,1999:blog-86540280484698381232024-03-19T04:40:53.739-07:00BacchusBacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.comBlogger26125tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-68602332952745392052016-09-24T12:23:00.000-07:002016-09-24T12:23:06.861-07:0027.01.2015თუ როდესმე ვინმე შეძლებს დაითვალოს ყველა ის ცრემლი ,რომლებიც შენს ბალიშზე დავტოვე შენგან მალულად.. თუ როდესმე ავხსნი რატომ არის შენს ზურგს უკან ტროპიკული ჰავა წელიწადის ნებისმიერ დროს მხოლოდ ჩემთვის,თუ როდესმე ზუსტად დავარქმევ სახელს შენი თვალის ფერს ,აუცილებლად გეტყვი რომ დღემდე არ ვიცი რა ძალებით მოვედი იმ დღეს შენთან,გეტყვი რომ ცნება "პირველი" შენ დაანგრიე ზუსტად 10 წუთში, ჩუმად იმასაც გაგიმხელ ,რომ სამყაროს ნებისმიერ წერტილში გამოგყვები დაუფიქრებლად, რა ვქნა რომ ამ შენს სიყვარულს სპეციალურ ტემპერატურაზე არ სჭირდება გაჩერება შენახვისთვის და მის ეტიკეტზე მითითებული ვადა პლიუს უსასრულობამდეა, იცოდე ჩემო: თუ კი ერთ დღესაც ბეღურები გადაწყვეტენ თბილ ქვეყნებში გადაფრენას, ეს ჩვენი სახლი იქნება....თუ როდესმე ვინმე გეტყვის, რომ დიდი გრძნობა კალამს ხელიდან არ გაგაგდებინებს არ დაუჯერო, მათ ყოველთის სხეული იწოვს და სანამ ფურცლამდე მიასწრებდე მისვლას უკვე შენს ქსოვილებშია გახსნილი...Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-69247636193727096212016-04-23T11:36:00.001-07:002016-04-23T11:36:52.936-07:001+1=3 (22.02.2016)რთულია.:)
როდესაც მითხარი რომ უკვე "შენ " კი არა "თქვენ" იქნებოდით არ ვიცი რა ვიგრძენი იმ წუთას,მიხაროდა მხოლოდ ვერ გადმოვცემდი ამ სიხარულს.. მერე როდესაც გაგიჭირდა მე არ ვიყავი ის ვისთანაც გინდოდა ყოფნა, ვფიქრობდი რომ ეჭვიანობა უდროო იყო, თუმცა ვეჭვიანობდი ყველაზე და ყველეფერზე ვინც შენთან იყო..ბოლოს როდესაც ჩემთან დარჩი მთელი ღამე არ მეძინა,ვიმახსოვრებდი ჩვენს ერთად გატარებულ ღამეს, ვიმახსოვრებდი როგორ მხვევდი წელზე ხელს და ცხელ ცრემლებს ჩუმად ვყლაპავდი, მინდოდა ჩემს მეხსიერებაში აღბეჭდილიყო ყველა დეტალი ,მინდოდა დამებრუნებინა ყველა ერთად გატარებული დილა და უფრო მეტად დამეფასებინა... დღემდე არ იცი რომ როდესაც გათხოვება გადაწყვიტე ძალიან ბევრჯერ ვიტირე, გადანაშაულებდი ჩემგან წასვლაში, იქნებ მე არ ვიყავი მზად რომ მარტო დაგეტოვებინე, შენ ხო სულ სხვა ხარ? სხვა ადგილი გიკავია,ეგოისტი ხარო მითხრეს..მეგონა ერთად ბევრ რამეს ვნახავდით ,ბევრი ბევრი ბეეევრი სიგიჟე გველოდა და უცებ ბახ და მარტო დამტოვე,მიმატოვე გესმის?????? მიმატოვე უხმოდ,უცერემონიოდ. მე უშენოდ არ მახსოვს ცხოვრება, არ მახსოვს და არც ვიცი....მერე ისეთ რამეში რაც არ ყოფილა და უბრალოდ დავიბრალე მომახალე ,რომ უბრალოდ არ მენდობოდი ამდენი ხანი : სწორედ ამიტომო ესეც დააყოლე,(სწორედ იმიტომ,რაც არ არსებობდა)...როგორ მენატრები,რომ იცოდე .. როგორ მჭირდები....როგორ მჭირდები..
გზები ტაძრების გარეშე. მე-შენს გარეშე...Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-21438797732204724462014-12-24T05:46:00.000-08:002016-09-24T13:07:00.444-07:00Answerამ ბოლო დოს,როცა ვლოცულობ ვასრულებ ასე:''ღმერთო ყველაფერი ისე იყოს,როგორც შენ თვლი საჭიროდ''-თქო
ამ ბოლო დროს სულ+ერთი ფერი გახდა დედამიწა,მეგონა შენ მაინც აინთებოდი ლამაზფრად,სიყვარულისფრად,შენითვალისფრად მაგრამ...არა შენც აიზილე ამ სულ-ერთ(ში) ფერში..
ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე,რომ მხოლოდ საკუთარ თავზე დაძალებით ვარ დაკავებული,ვაძალებ ყველაფერს,რაც არ მინდა, რაც მინდა, რაც მტკენს..
ამ ბოლო დროს ის სულ მცირე მსახიობური ნიჭიც დავკარგე ,რაც გამაჩნდა და ვეღარც გახარებულის როლს ვთამაშობ,ვერ დიდად შეძრულს,როდესაც რამე გულისამაჩუყებელ ისტორიას ვისმენ...
ამ ბოლო დროს ღმერთს ვთხოვ იყოს ყველაფერი ისე,როგორც მას სურს და ვიცი,რომ ასე მხოლოდ ხელებს ვაწმინდავ იმას,ვისაც ვერ ვხედავ,მაგრამ მწამს...
ამ ბოლო დროს აღარც სამომავლო მიზნებს ვეჭიდები და ფეხებზე(ც) მკიდია ადმიანების მოდგმა...
ამ ბოლო დროს მხოლოდ იმაზე ვფიქრობ,ვინმე რომ მოკვდეს, საერთოდ სიკვდილს ისე ხშირად ვიხსენებ ,ხანდახან ცელის წვეტს ვგრძნობ ხერხემლის მალებით.
სადაც გავივლი შუქები ქრება,სიცოცხლე კვდება და არავინ იღიმის.
ამ ბოლო დროს სარკეში საკუთარი ანარეკლის მეშინია,მაგრამ მაინც განვაგრძობ: ღმერთო იყოს ყველაფერი ისე,როგორც შენ გინდა..
ამ ბოლო დროს მგონია ,რომ ჩემი ადგილი სადმე მყუდრო ფსიქიატრიულშია..
შენ რომ რამე ფერს ესადაგებოდე, იქნებოდი „ჩემისისხლისფერი“
მე არ მაინტერესებს არავის რჩევა,დარიგება,თითის ქნევა, „ნწ-ნწ-ს„ ძახილი,ხანდახან ვფიქრობ წინ ერთი ტყვიით გადატენილი იარაღი,რომ მედოს რა ვუზამდი და არ მაქვს პასუხი..
ამ ბოლო დროს მეგონა,რომ ხსნა შენშია,შენშია მაგრამ..ჩემი არა.
მე ისიც მეგონა რომ მოხვიდოდი
მე მეგონა
მეგონა,
მეგონე..
გონს რომ მოვედი,მხოლოდ შენს მიერ ჩემთვის გაფრცქვნილი ფორთოხლის სუნი ამდიოდა ხელებზე და სანამ ჩემთვის ციტრუსის სუნი აქვს შენს ამ ქვეყნად ყოფნას... ღმერთს ვთხოვ,რომ ყველაფერი ისე იყოს როგორც ის თვლის საჭიროდ....
მაგრამ ისიც გაითვალისწინოს თუ როგორ მიყვარხარ...Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-62512574426434132062014-05-25T09:33:00.002-07:002014-05-25T09:35:24.163-07:00My Dad, My Heroმე და შენ გვაქვს ყველაზე უცნაური ურთიერთობა,
მე და შენ არასოდეს გვიცხოცრია ერთმანეთისთვის
მე და შენ არასოდეს გვისაუბრია საყვარელ ფერებსა თუ მწერლებზე
მე და შენ ...რთულად მახსენდება დილა,როდესაც გნახე ახალგაგვიძებულმა
მე და შენ არასოდეს გვრქმევია ''ჩვენ''
მე არასოდეს მიგვრძვნია,რომ ჩემი ხარ
და ძალით ვირწმუნებ მუდამ თავს ,რომ გიყვარვარ,თუნდაც იმიტომ ,რომ ეს ასეა საჭირო
მე და შენ არასოდეს გვისაუზმია ერთად და არც ის ვიცი რამდენ კოვზ შაქარს იყრი ყავაში.
ვერც კითხვაზე '' რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს'' ვიცი შენი პასუხი
შენ ალბათ შეყოვნდები იმის გასახსენებლად,თუ რამდენი წლის ვხდები სულ მალე
მე არასოდეს მიგვრძნია ,როგორია როცა შენს რჩევას ვისმენ
და არასოდეს გამხსენებიხარ დაცემის დროს,რათა შენთან მოვსულიყავი და ნატკენი მუხლი მეჩვენებინა
შენ არასოდეს გითქვამს ,რომ ყველაზე ლამაზი ვარ
და არასოდეს მინახავს შენს სახეზე ''ეს ჩემი შვილია'' გამომეტყველება
შენ არასოდეს გითქვამს '' ვინმემ თუ გაწყენინა მე მითხაი'' (არაუშავს '' ზატო'' ბიძაჩემის ძმაკაცის ახლობელს უთქვამს)
შენ ერთადერთი როლი ვერ ითამაშე კარგად ''მამა''
ერთადერთი ნიღაბი ვერ მოირგე
სამაგიეროდ უსულო საგნებისა თუ ბრიყვის როლი გამოგდის ფანტასტიურად,
მე მხოლოდ ის მაინტერესებს,რატომ მიაგდე ასე ეს სცენარი,იქნებ ამ როლსაც კარგად ასრულებდი
და მხოლოდ ის ვიცი,რომ ყოველთვის მერვედი ადამიანი ვიქნები და ალბათ ,თუ კი ოდესმე მედიცინაში ჩემს სათქმელს ვიტყვი ,არ გამახსენდები იმ წუთას შენ...მე მსურდა ყოფილიყავი იქ,სადაც გეგულებოდი, აღგეზარდე შენებური მეთოდებით,გაგვესინჯა ქვეყნად ყველანაირი სახეობის ნაყინი და შემდეგ გვეკამათა იმაზე,თუ რომელი ჯობია...მაგრამ რაც უფრო ვცადე შენთან მოახლოება, სადღაც დაგკარგე
და შეიძლება სასაცილოდ ჟღერს ,მგრამ მკლავდა ინტერესი თუ როგორია ,როდესაც მამა არ გიშვებს სადმე
იქნებ არც ისე მოსაწყენია ძილის წინ შვილის შუბლზე კოცნა და მშვიდობანი ღამის სურვება, მისი სკვერში გასეირნება,
იქნებ არც ისე მოსაწყენია მისთვის სიყვარულით ანთებული თვალებით ყურება,
იქნებ არც ისე მოსაწყენი ვარ,თუ ერთხელ მაინც არ მოხვალ და მკითხავ '' ვინ ხარ'' ამას ხომ ვერც გაიგებ..
შენ ვერასოდეს გაიგებ რას ნიშნავს იყო მშობელი
და ვერც იმას მოისმენ ჩემგან,რომ ყველაში გეძებ
და არც არასოდეს ვაღიარებ შენი თანდასწრებით,რომ გიცავ მუდამ და ხანდახან,როდესაც მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგავ საოცრად მინდა სადღაც კუთხეში მაინც იჯდე და აპლოდისმენტების ხმაურს შენი ხელის ხმა უერთდებოდეს...
შენ არასოდეს დააყენებ ვინმეს შენზე წინ და არსებობა-გადარჩენაში ისე დამკარგავ , თუმცა შენ არც არასოდეს გიპოვნივარ...
მაპატიე ,რომ პირდაპირ ხუთი წლის არ გავჩნდი,შენ ხომ უფრო პატარა ბავშვები არ გიყვარს..
ერთხელ მაინც,რომ ვიგრძნო შენი ხელი ჩემს სიცხიან შუბლზე იქნებ შეიცვალოს ყველაფერი...
მამა სულ ორჯერ დაგიძახე და ეს შენ არც გაგიგია...
Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com2tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-26250130945606097382014-05-11T03:55:00.001-07:002014-05-11T03:58:03.600-07:00ცივ მორგში,მაგიდაზე დასვენებული,ახლადშესვენებული გვამი ვარ..შემოაღებ ხოლმე კარს ფეხით, მოიმარჯვებ ლანცეტს და სხეულის იმ ნაწილს შეისწავლი საგულდაგულოდ,რომელიც გინდა..მე კი დადუმებული ვწევარ ,ტკივილებს ვერ ვგრძნობ ,მაგრამ არ მინდა,არ მინდა იცოდე სახსართა გადაბმის სახეობები ჩემში, არ მინდა მაგრამ ვერაფერს ვშველი..სასაცილოა ,აქ ამ მაგიდაზე თავად დავწექი,თავად წამოგყევი "დიდი აღმოჩენების" გასაკეთებლად ,მაგრამ...
წადი მეთქი ,გიბრძანე ,გთხოვე,გიყვირე..ნუთუ არ გეშინია,რომ ჩემს ამღვრეულ თვალებში ერთხელაც საკუთარ თავს დაინახავ და გაიქცევი კი არ წახვალ..მე კი, რამდენჯერაც ვცადე შენგან წასვლა,მხოლოდ სიმეტრიულ წრეებს ვხაზავდი და კვლავ საწყის პოზიციას ვუბრუნდებოდი,მერე ვბრაზდებოდი და ოლიმპიური სისწრაფით ვიწყებდი სირბილს,მაგრამ ამაოდ ამ ელიფსოიდურმა სვლამ მომიყვანა ახლა აქ და ვწევარ ცივ მორგში ,ვერცხლისფერ მაგიდაზე... ველოდები როდის ამოიწურება სასწავლი მასალა და გვამისათის შესაფერისი ინტერესი მკლავს გაგრძელების,რადგან ვხედავ,რომ ჩემს გვერდით მაგიდაზე არავინ წევს და მინდა ვნახო იმავე სულისკვეთებით მოეკიდები თუ არა შენს შემდეგ შესასწავლ ობიექტს.. ის კი არ იცი,რომ თავად ხარ მსხვერპლი,შენ ხომ არ გდომებია ამ საქმიამონისთვის მოგეკიდა ხელი,ნეტავ ცხოვრებაში ერთხელ მომეცეს ძალა,წამოვდგე ხელი მოგკიდო და გავიქცეთ,თუნდაც წრეები ვხაზოთ ,თუნდაც შემოვიაროთ მსოფლიოს ყველა მორგი... შენ ჩემში ხარ.. ვგრძნობ,ვხედავ კიდეც.. წამიყვანე რა.. წამიყვანე იქ სადაც მხოლოდ ჩვენ ვიქნებით და გპირდები,რომ ლენინსაც კი შეშურდება ჩემი არსებობის... მსოფლიოს ყველა საოცრებას განახებ,შენ ოღონდ მენდე,მე ,ადამიანს ,რომელმაც თავად არ იცის რისი უნდა სჯეროდეს და რისი არა,დახუჭე თვალები და მე ვიქნები ყველაზე ერთგული.. მხოლოდ შენთვის მოვიკრებ ძალას,რომ ყოველ დილით ისევ გავცოცხლდე და გადაგიშალო აღმოჩენების მთელი სამყარო,რომ ერთხელ,ისე, შენთვის გულში თქვა : ქვეყნად ცხოვრება იმისთის ღირდა ,შენ რომ მენახე ....
წადი.. მე აღარ მაქვს ძალა დაგტოვო..ნელ-ნელა გაიპარა ჩემიდან,თითო კოცნით, შეხებით,ყურის ბიბილოებიდან,საფეთქლებიდან, ხელის თითებიდან..სადღაც წავიდა და დამტოვა,მიბაძე სანამ დროა,იქნებ დადგეს დრო და შევეცვალოთ როლებში.
რას იტყვი ?!Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-42203962873138339312014-01-12T11:43:00.001-08:002014-01-12T11:48:54.674-08:00არა .. არავის აქვს იარაღის ლულა მობჯენილი ჩემთვის შუბლზე (თავად გადავწყვიტე)არ ვიცი რატომ,მაგრამ მომინდა დამეწერა ის,რა აზრებმაც გამიელვა ხუთიოდე წუთის წინ გონებაში... გადავავლე თვალი ჩემს რელიქვიებს (მეგობრების წერილებს) და მივხვდი ,რომ ბედნიერი ვარ,რომ ერთხელ მაინც უნდა ვუთხრა მათ, რასაც სინამდვილეში ვფიქრობ და ალბათ ახლა ოდნავ გაკვირვებული სახეებით კითხულობენ.
ჩემო მეგობრებო. არა ,არ ვარგა..
ძვირფასო მეგობრებო... (სასაცილოა ასეთი დაწყება)
ელენე .. შენთვის არასდროს მითქვამს ,რომ ყოველთვის ვხედავდი ,როგორ გამოდიოდი დილით საკლასო ოთახიდან,რათა მე შემგებებოდი (ეს ერთადერთი რამაა რაც სკოლაში მენატრება ,შენი ბედნიერი ღიმილი ,როცა მე მხედავდი. ამ ღიმილის მიზეზს ვერაფრით ვხვდებოდი და ალბათ ამიტომ გიმხელ ამას ახლა), არასოდეს მითქვამს ,რომ მიკვირდა ,როგორ მიძლებდი მაშინაც კი ,როცა აუტანლად ვიქცეოდი,ისმენდი ყველანაირ ტელემუნდონარევ ისტორიას ჩემი ხანდახან პრისიონერა ცხოვრების შესახებ და მაინც ყოველ დილით არ გეზარებოდა საკლასო ოთახთან დამხვედროდი... მე შენ მიყვარხარ. ვიცი რომ ეს ჩემზე უკეთ იცი და არ აქვს მნიშვნელობა წელიწადში ასჯერ თუ ნახევარჯერ ვნახავთ ერთმანეთს ..ჩვენ სოფო და ელენე ვართ, განუყრელი კლასელები,მეგობრები ,ახლობლები ,მხოლოდ შენ იცი როგორ აღვიქვამ "პატარა უფლისწულს" (მაპატიე მთელი კვირა რომ გაძალებდი მის წაკითხვას) მე არასოდეს მითქვამს შენთვის ,რომ როდესაც სკოლიდან გადახვედი მე-11 კლასში, სახლში მოსული ყოველ დღე ვტიროდი ,რადგან პირველად ვიგრძენი სიცარიელე და მივხვდი როგორ მავსებდი 5 წლის განმავლობაში... ჩემო ელენე ,ჩემო ყველაზე თბილო ....მე არასოდეს მითქვამს ,რომ მხოლოდ შენ მაჩერებდი 51 -ე საჯარო სკოლაში და დღეს ბედნიერი ვარ,რომ მარტივად არ დაგთმე...
თამარ.... ფრაზა ,რომელიც ყველა წერილში მეორდება :" ბევრი მოდიოდა,მერე მიდიოდა მაგრამ მე და შენ ვრჩებოდით მუდამ და ეს ასე გაგრძელდება" ,იცი ერთხელ ისიც მითხარი ( არა არ გითქვამს წერილად მომწერე) მე იმიტომ დავრჩები,რომ გულით დამყავხარ და არა გონებითო.. მე კარგად მახსოვს ,რომ შენი ვალი მაქვს 25 თეთრი მე-6 კლასიდან მოყოლებული (გავისტუმრებ ცოტაც მაცადე) ,შენ ერთადერთი ხარ ვისაც შეუძლია მოვიდეს ,როდესაც დამინახავს ,რომ ვიტრინის ზედა თაროზე ვცდილობ დავათვალიერო ელექტროტექნიკა უშედეგოდ და ხელში აყვანის ინსცენირება გააკეთოს ( ამაზე ახლაც ბევრს ვიცინი :))))) შენთვის არასოდეს მითქვამს,რომ ვერ ვიტან როცა ტონტოლიკოს მეძახი ვახ.... მაპატიე ,რომ დამრიგებელი მუდამ შენ გსჯიდა ლაპარაკის გამო მე კი ოლიმპიური ღიმილით ვუყურებდი ამ სცენას, ისიც მაპატიე რომ თუ არ ვლაპარაკობდით, იმიტომ გეჩხუბებოდა თვალებით ნუ საუბრობთო, რა ჩვენი ბრალია თუ ყველანაირი ჟესტით გვესმის ერთმანეთის.. გინდა თამუსია თოფურია დაირქვი გინდა სუბიექტური იყავი და თუ გინდა სექსისტი :))) ჩემთვის მაინც ის თაფლო იქნები,რომელთან ერთადაც ყოველ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვაზე დავდიოდი და სიონის ბაღში ქალაქობანას ვთამაშობდი (სხვათა თანხლებით) მე შენ მიყვარხარ ... და რამე....
სალომე შენ ერთადერთი ადამიანი ხარ,რომელმაც საიქიოს გამისტუმრა კეთილად.. არა,გაგონილა მეგობარს დაუწერო წერილში ასეთი რამ : " ვიცი შენს ცხოვრებაში ბევრი რამ არ ხდება ისე როგორც გინდა,მაგრამ ცოტაც მოითმინე ღმერთს თავისთვის კარგები უნდა და შენი დროც მოვა" ? მეშინია ამ დროის მოსვლის ))) შენ შეგიძლია მიმტკიცო ,რომ გუშინ გითხარი შენი ნახვა არ მინდა-მეთქი და იმდენ ხანს მიმეორო რომ საბოლოოდ მეც შემეპაროს ეჭვი ამაში. შენთვის არასოდეს მითქვამს ,რომ ზემოთ აღნიშნული სიცარიელე სწორედ შენ შემივსე (ელენე შენ არ დამვიწყებიხარ )) და ამისთვის მადლობელი ვარ..ვიცი ბევჯერ მეტყვი არასოდეს გითვამს რომ გიყვარვარო,ამიტომ ახლა გეუბნები მე შენ მიყვარხარ,რადგან ხარ ყოველთვის იქ, სადაც უნდა იყო ,არც ის მითქვამს,როგორ ამაყად ვგრძნობ თავს როდესაც მაქებ და როცა მიყვები რამე ისეთს, სხვებმა რომ არ იციან ,მე თავი მათზე მაგარი "ტიპი" მგონია და ამითაც ვბედნიერდები (ეგოისტი თვითონ ხარ მკითხველო). შენ ხარ ჩემი აბიტურიენტობისა და გიჟი ზაფხულის მეგზური...ჩემი მაგული... და ძაბულის განუყოფელი ნაწილი...
ანუკი... აი ,შენთვის არასოდეს მითქვამს ,რომ როდესაც სიკვდილი მისურვე.. ბევრი გაგინე... )))) კარგი ბევრი არა...
შენ ხარ ყველაზე მოუსვენარი ადამიანი , მხოლოდ შენ შეგიძლია დალიო გაურკვეველი წარმოშობის 4ჩ-ს სადღეგრძელო, არა თან მარტო კი არ დალევს, ჩვენც დაგვალევინებს, შენ გამალოთე საერთოდაც თუ გაინტერესებს და ვაფშეტა იცოდე რომ დაბადების დღე ,რომ გაქვს ნახევარ საათში აი ახლა,აქ, პირველი მე გილოცავ და ადრე თუ გვიან ვიღაც-ვიღაცები პირველობას ,რომ მიიწერენ ნახავ ამ პოსტს და გაიღიმებ... არასოდეს მითქვამს რა ბედი ეწია შენს ნაჩუქარ გაურკვეველი წარმოშობის "საჩუქარს" ჩემი სვით 18-დან , ამას არც არასოდეს გეტყვი.. ისე კაი იყო.... :)))))შენ ხარ ქარი,რომელიც არასოდეს გვაძლევს მოდუნების საშუალებას , იცი, მე შენც მიყვარხარ ,გასაოცარია მაგრამ უკვე ოთხი ადამიანი მყვარებია მხოლოდ ამ პოსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ:)))არასოდეს მითქვამს,როგორ დამწყდა გული სამეგორელოში მარტო,რომ გაგვიშვი მე და სალომე... და ის რაც ყოველთვის მინდოდა მეთქვა, მე შენს გვერდით ვარ (ნუ როცა გამოცდები არ მაქვს :)))) და საერთოდაც ჩვენ აქ ვართ ,ძალიან ახლოს...
ნუცა...ვიცი შენ გინდა ,რომ ცალკე პოსტი მოგიძღვნა და საერთოდაც როგორ გაგიბედე ,რომ ახლა მეგობრების სიაში ჩაგწერე... შენთვის არასოდეს მითქვამს ,რომ... უხ ,რამდენი რამ არ მითქვამს .. მაგალიტად ის, რომ კარგად მახსოვს მე-6 კლასში ჩვენი "ჩატენილი" ბურთი კალათში(უკანასკნელი 5 წამია, ნუცა პასს მაძლევს ,მე ვისვრი დააა ბურთი კალათშია) არასოდე მითქვამს ,რომ მენანება ის ერთი წელი უერთმანეთოდ,რომ გავატარეთ.. ვერ გპატიობდი თამუნასთან გატარებულ ვერც ერთ წამს, ალბათ მომავალში ჩემს შვილებს სიცილით მოვუყვები,როგორ დაგიბარე ლესელიძის ბაღში საქმის გასარჩევად, მეხუთე კლასში, არასოდეს მითქვამს ,რომ დღემდე ვინახავ შენი და თამარის ნაჩუქარ "ნაკლეიკებს" გლანდების ოპერაცის შემდეგ ,რომ მომიტანეთ ნაყინთან და იოგურტთან ერთად..არასოდეს მითქვამს ,როგორ მიყვარს ის ჩახუტება,ყოველი ჩემი დატუქსვის მერე,რომ იცი და სიტყვები" მე მხოლოდ ის მინდა შენ ბედნიერი იყო" არც ის მიხსენებია,რომ სადღაც გულის სიღრმეში დღემდე ვერ გპატიობ ყურმილის დაკიდებას,მაშინ როცა ბოდიშის მოსახდელად დაგირეკე (ესეც მეხუთე კლასში) .მაპატიე ფეხსაცმელებზე ,რომ დაგცინე .. ვიცი ამას არასოდეს დაივიწყებ , არც შენ მაკლებ დღემდე ,მაგრამ ეგ მართლა მაპატიე....აუუ რამდენი რამე უნდა დავწერო ახლა .. ჩახველებაწამღერებით.. მე შენ მიყვარხარ..
ვსიო სენტიმენტებმა გადამიარა და სანამ მართლა იმის დაწერა დავიწყე ,როგორი ნირიახა ხალხი ხართ და როგორ უბერავთ ხანდახან წავალ.....Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com1tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-82824496445698027952013-09-20T10:59:00.000-07:002013-09-20T10:59:09.035-07:00🌌🌕🌞თურმე როგორ დაგაბნიე ჩემო , რთული ყოფილა ჩემი სიყვარული ,დაგაბნია მანძილმაც ალბათ ,შენ არ მითხარი "ცამდე,მთვარემდე,მზემდეო?!"
ადამიანების უმეტესობა ყველაფერს გაიღებდა,ოღონდ სცოდნოდათ ,როდის ნახავდნენ მათ საყვარელ პიროვნებას უკანასკნელად .მე....მე იღბლიანი ვარ, ჩაგეხუტე,გაკოცე გაანალიზებულად ბოლოჯერ (ამ განცდით), მაპატიე ჩემო სველი საყელო) შენთან თამაში ხომ არასოდეს გამომდიოდა(არადა როგორი საჭირო ყოფილა)
მე ახალი ცხოვრება დავიწყე
მე ახალი ცხოვრება
მე ახალი
ახალი მე
მე
მ
!Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-25157121833687082122013-03-13T12:01:00.002-07:002014-01-12T13:41:04.243-08:00:)რომ შემეძლოს თავიდან დავიწყო... ალბათ არ ვინანებდი შენთან გატარებულ არც ერთ წამს,მიუხედავად იმისა ,რომ ყველაფერი დამთავრდა.ესეც რომ მცოდნოდა,მაინც ასე მოვიქცეოდი,ოღონდ გაგიშვებდი ღირსეულად და საკუთარი ხელით ჩაგილაგებდი საგზალს,საკუთარი ხელით შეგისწორებდი პერანგის საყელოს ,მერე კი,შუბლზე გაკოცებდი და გისურვებდი "გზა მშვიდობისას"...მენატრები,ალბათ ამ გრძნობას ეს ჰქვია,იგი შემომიტევს ხოლმე და გული მტკივა,რომ....
ყოველ საღამოს,ყოველ დილით ვხუჭავ თვალებს ,მეოცნებება ჩვენ შეხვედრაზე,ჩახუტებაზე,კოცნაზე ,შენს სიახლოვესა და სურნელზე,რომლის არაფერი გამეგება და ათას სხვა სურნელs შორის რომ ვერ გავარჩევ....Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com1tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-90704971985428066252012-09-23T04:20:00.001-07:002012-09-23T13:04:54.826-07:00მწუხარება მკერდზე მიყრდნობოდა საგოდებელში დუმილს...დაიწყო .... ის რასაც ამდენ ხანს ველოდი - დამამთავრებელი კლასი ...
დაიწყო ნეგატიურად და ისე რაღაცნაირად სიტყვებით,რომ ვერ ახსნი ...ახლა კვლავ დაემსგავსება ყველაფერი ერთმანეთს უაზროდ და საკუთარ თავს აგერ უკვე მერამდენედ (ვინ უწყის ?!) დავემდურები არაფრის შეცვლის გამო... დღეების თვლა ჩვევად მექცა, ვითვლი ..ვითვლი .. ვითვლი ....აღმოვაჩინე , ჩემთან ურთიერთობაში დაშვებულ შეცდომებზე თურმე უსწავლიათ და გული დამწყდა , ეგოისტურად , მაგრამ მაინც... მეწყინა , რომ მე უბრალოდ სასწავლებლად გამოვდექი ....წავა რა ყველა .... უეჭველად ...შემომელევა როდესმე ეს ფურცლებიც , ათასჯერ დაწერილს , ალბათ ათასმეერთედაც დავწერ და დავხურავ ბლოკნოტს...
წერილები დავწერე დავტოვე სხვადასვხ ადგილას, იმედი მაქვს ვინმეს გაეღიმებოდა მაინც ... მეც ვიპოვე პოზიტიური წერილი...ძალიან დამღლელად ვწერ უბრალოდ ასე მეფიქრება -ნაწყვეტ-ნაწყვეტ....Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-40517885724071909142012-02-09T02:34:00.000-08:002012-02-09T02:34:47.099-08:00Fairy Taleჩემთვის არასოდეს არავის უთქვამს - "ნახე მამამ რა მოგიტანა!"<br />
არასოდეს მითქვამს საპასუხოდ - "მადლობთ მამი "<br />
აქედან გამომდინარე არასოდეს უკითხავთ "მოგეწონა? "<br />
მაშასადამე არასოდეს მიფიქრია ამ კითხვის პასუხზე. <br />
არა, არ მიყვარს შეცოდება.. უბრალოდ მიყვარს აღმოჩენები . რაიმეზე რომ ფიქრობ და .. უცებ მიხვდები .. მიხვედრას ემოცია მოსდევს.. მე კი აგერ უკვე მერამდენედ ავღნიშნავ , რომ მსიამოვნებს ემოციების შეგროვება და რადგანაც ახლა ამ წუთას მე ვწერ ეს ნიშნავს , რომ დამუხტული ვარ მისით... (ცუდად თუ კარგად ეგ სხვა საკითხია )<br />
რამოდენიმე დღის წინ ადამიანი ვნახე , რომლის თვალებმა შემაშინეს ... პირველად ვნახე გაბოროტებული, ცისფერი, არაფრის და ამავდროულად ყველაფრის მთქმელი, წყლიანი თვალები , რომლებშიც აშკარად ამოვიკითხე, ის რომ იგი ყველაფერზე იყო წამსვლელი.. ..შიმშილისაგან.......მინდოდა ხმა ამომეღო, მეყვირა , მეჩხუბა სულის სიღრმიდან ამომეხავლა , მაგრამ არ შემეძლო ....<br />
გუშინ კი ამდენი ხნის შემდეგ შევძელი თავი დამეღწია ყველაფრისთვის.. დიახ მარტო მინდოდა ყოფნა. არა, არანაირი დეპრესია,უბრალოდ მინდოდა მეფიქრა არაფერზე .... ერთი ქუჩაა ბავშვობიდან მეშინია იქ გავლის და იმ დროიდანვე ვცდილობ ამ ფაქტის ახსნას... მივდიოდი სწორედ იმ ქუჩაზე თანაც კაციშვილი არ იყო და მიხაროდა , რომ ასეთ "გმირობას" ჩავდიოდი.... ტუჩზე ისე ვიკბინე სისხლი მომდიოდა.. მეც გავუყევი სახლის გზას, ვფიქრობდი მარკესზე და ვტოვებდი ჩემი სისხლის კვალს თოვლზე ....Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-21577544336989763232012-01-21T11:20:00.000-08:002012-01-21T11:20:09.798-08:00Film - A.I. - final scene - David's happiest day<iframe width="480" height="270" src="http://www.youtube.com/embed/xRhCz0ELrKs?fs=1" frameborder="0" allowFullScreen=""></iframe>Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-39322118374837618522012-01-21T11:17:00.001-08:002012-01-21T11:21:01.892-08:00Blue Fairy Please Make Me Real .....Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-74796870000601524202012-01-19T04:05:00.000-08:002012-01-19T04:05:36.215-08:00უსახელოთითქმის ერთი წელია არ დამიწერია და თითქმის 11-ჯერ ვინანე ეს ფაქტი . გადავავლე თვალი ძველ პოსტებს ვერც კი ვიჯერებ , რომ ჩემი დაწერილია , მე-ცინება , მე-ფიქრება , მე-ნატრება - მე . ყველაფერი შეიცვალა , აღარს ცაზე ვეძებ ვარსკვლავს , აღარც ქუჩაში გამვლელების ემოციები მართობს, აღარც სკოლა მიხარია . უაზრობას როდესმე შერწყმიხართ ? - აი ეგა მჭირს . . .Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-37477156117852456952011-02-13T13:09:00.000-08:002011-02-13T13:09:16.222-08:00მე ვხედავ მზეს! შემაჯამებელი პოსტიმიუხედავად იმისა რომ არ ვწერდი ხშირად , ბევრჯერ დავინახე დადებითი , ვიგრძენი ბედნიერება თუმცა ამ თამაშმა ის მიმახვედრა , რომ პოზიტივის შენახვა დიდი ხნით არ მძალმიძს,(ფაქტიურად შეგრძნებიდან, პოსტის დაწერამდეც კი). აქამდეც მქონდა მოსაზრება იმისა, რომ ადამიანებს ცუდი და ნეგატიური დიდხანს გვახსოვს, უბრალოდ ახლა ნამდვილად დავრწმუნდი,დავრწმუნდი და შევძრწუნდი... ყოველდღე ვცდილობდი, ყოველდღე ვეძებდი , ყოველთვის სხვისი ბედნიერებით გამოწვეულ ბედნიერებას ვგრძნობდი და არა საკუთარს, ალბათ ამიტომაც იყო ასეთი ფერმკრთალი ეს გრძნობა , ამან კი ძალიან დამაღონა.. დაღონებული , როგორ შემეფერება ეს სიტყვა... მიხაროდა თქვენი პოსტები, ქუჩაში წამიერად ვიჭერდი საინტერესო და სიხარულით გაჟღენთილ კადრებს, მერე ასე კადრებად ვაგროვებდი და როდესაც გადავწყვეტდი გადამევლო თვალი (ამ შემთხვევაში პოსტი დამეწერა) ვხდებოდი რომ პირველი, მეორე და მესამე კადრები აღარც კი მახსოვდა... : ((Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com3tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-78511363316676446622011-01-19T06:06:00.001-08:002011-01-19T06:07:13.768-08:00ჩემი მზეა ეს ბავშვი ....<div class="separator" style="clear: both; text-align: center;"><a href="https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEicY_psk1tE1WMYT5DS7s-JPDJgcLeYwDLUF4Ms_ByF34y9LvJgLzS3UZYrwd1KBzMi55LZQPLO5ij_i-AivtDXr_Dn6_F90z3HKh_XvSag8RDvAi2Ugw2PhyphenhyphenVSujGk87I2ELLtZUyLm3o/s1600/8b1d1275c7affd1d.JPG" imageanchor="1" style="margin-left:1em; margin-right:1em"><img border="0" height="320" width="213" src="https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEicY_psk1tE1WMYT5DS7s-JPDJgcLeYwDLUF4Ms_ByF34y9LvJgLzS3UZYrwd1KBzMi55LZQPLO5ij_i-AivtDXr_Dn6_F90z3HKh_XvSag8RDvAi2Ugw2PhyphenhyphenVSujGk87I2ELLtZUyLm3o/s320/8b1d1275c7affd1d.JPG" /></a></div>Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com6tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-90175618247779205742011-01-19T06:01:00.000-08:002011-01-19T06:04:10.181-08:00მე ვხედავ მზეს! 18.01.2011მზე თვითონ რაღაც არ მოდის, ამიტომ გარეთ გასვლა და მისი მოძებნა გადავწყვიტე.. სიმართლე გითხრათ ერთადერთი რამაც დადებითი ემოციებით ამავსო იყო ჩემი აღმოჩენა : ორცხობილა მოხარშული "სგუშონით" ,ეს კი ამოვლებული შოკოლადში..... მმმმ... ძალიან გემრიელი რამ არის... ისე შოკოლადი პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული--დადებითთან და ბედნიერებასთან (ყოველშემთხვევაში ჩემთვის) ..<br />
გუშინ ვნახე ძალიან სახალისო ფილმი - " The Proposal" Sandra Bullock - ის შესრულებით, უზომოდ კარგ ხასიათზე დამაყენა... კიდევ არ შემიძლია არ ვახსენო TOMA-ს პოსტი თავის დისშვილზე , 3 დღის წიინ წავიკითხე, მაგრამ ემოციები არ გამნელებია....<br />
ამ წუთას კარგ ხასიათზე ვარ , ისე უმიზეზოდ.... და ამ კვირის უდადებითესი მოვლენა Golden Globe Awards... არ ვიცი რატომღაც , ყოველთვის როდესაც ამ დაჯილდოვებას ვუყურებ მგონია რომ მეც იქ ვარ (:D :D :D ) ... ასეთ ილუზიაში მყოფი კი უარყოფითად ნამდვილად ვერ დავიმუხტებოდი .... <br />
p.s რაღაც ყველა მიყვარს ....Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-48769982064151091012011-01-14T05:38:00.000-08:002011-01-14T06:30:11.904-08:00მე ვხედავ მზეს !!თამაშის პირველივე დღე შემიძლია ფრიად წარმატებულად ჩავთვალო, იმდენი სახალისო და დადებითი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მართალია პატარ-პატარა ამბებებით,მაგრამ დღის ბოლოს ერთი დიიიიიდი სახალისო "კრებულით" ხელში აღმოვჩნდი.<br />
1.გადავწყვიტეთ მეგობრებს ერთად აღგვენიშნა ძველით ახალი წელი. (შეხვედრის ადგილი უცვლელია: ჩემთან სახლში)<br />
2.აგერ უკვე მე-10000 გასვლა გვქონდა მაღაზიაში (ასაკი მაინც თავისას შვება რა) ,სადაც უჩვეულოდ სახალისო ფაქტები ერთმანეთს თითქოს ჩვენდა სასიკეთოდ მიება, (ჩამოთვლად არ ღირს იმ წუთას უნდა ყოფილიყავით იქ, ვეჭვობ ასე გადმოცემა გამიჭირდება) რის გამოც სახლთან სულ რაღაც 40 მეტრში არსებული მაღაზიიდან სადღაც 30 წუთში დავბრუნდით :))<br />
3. ღამის 11 საათზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან ვიდექით მე და თამარი , მედგრად ვაკაკუნებდით 15 წუთის განმავლობაში აშკარად გაუქმებულ სარკმელზე (რა ჩვენი ბრალი იყო 24/24 ეწერა და : )))<br />
4.შემდეგ იყო ფოიერვერკი : ))<br />
5. თამუნას შაკოს აღიარება რომ ძალიან ვუყვარვარ.. : )))<br />
<br />
<br />
უდადებითესი მოვლენა : ჩემი მეგობრის "კანფეტის" მირთმევის პროცედურა, ჩაკნატუნებას რომ ვეძახით ხოლმე : ))).. (მაშინ როდესაც ყურისამატკივებელ სიჩუმეში გვძინავს 3 ადამიანს და "უუუუსაყვარლესი" ხმა გვაღვიძებს თანდაყოლილი კითხვით :რა მოხდა??? : )))))Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com4tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-26529114438857720012011-01-05T09:00:00.001-08:002011-01-05T09:00:17.543-08:00La Voce Del Silenzio...Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-74417350314506827482010-12-06T09:26:00.000-08:002010-12-06T09:26:44.136-08:00ერთი-ორი სიტყვით მეტი...ხშირად მიგვრძვნია განცდა იმისა , რომ რაღაც ვერ დავაფასე, ცხოვრებისგან ბოძებული შანსი სათანადოდ ვერ გამოვიყენე.<br />
ხშირად ადამიანები მოდიან, მერე მიდიან, მაგრამ ხანდახან არის შემთხვევები როდესაც წავლენ ისე, გამოუმშვიდობებლად...<br />
ვერ დავაფასე ის მომენტები როდესაც, ჩემი ხელი გეჭირათ, როდესაც სიტყვებით მეფერებოდით, ზუსტად იმ რჩევას მაძლევდით, უფრო სწორად ისეთი გზით მირჩევდით იმ წუთას ყველაზე მეტად რომ მჭირდებოდა, ყველა აზრს იზიარებდით, ყოველთვის გაინტერესებდათ ესა თუ ის განცდა სხვადასხვა საკითხზე,ყველა ემოციით ინტერესდებოდით.. ამ ყველაფრის მერე კი როდესაც წასვლა დააპირეთ ყველას გაუღიმეთ, ზოგს გადაეხვიეთ.. მე კი ერთი გაყინული გამარჯობა მითხარით.<br />
საკუთარ თავს როგორ არ დავაბრალო მე რომ ცოტა ხშირ-ხშირად მევლო ტაძარში, ერთი-ორი სიტყვით მეტი მეთქვა , იქნებ ერთი ღიმილი მაინც დამემსახურებინა. თუმცა თავადაც თქვით რომ ეს ძალიან ადამიანური განზომილებაა და დიდად სადარდებელიც არაა, მაგრამ ვეჭვობ ჯერ იდევ დიდხანს მიწერია აქ ყოფნა, რადგან ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ავითვისე.<br />
<br />
ახლა კი როდესაც არაჩვეულებრივი გზა დაგვანახეთ , გზა თქვენი ნახვისა სახარებასა თუ წმინდა წერილებში, დარწმუნებული ვარ ამ შანსს სათანადოდ და გონივრულად გამოვიყენებ...Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-17935331885881885422010-11-28T11:27:00.000-08:002010-11-28T11:27:26.901-08:00....А хватит ли у тебя мужество идти за мной всюду , подумала ли ты как велик мир подумала ли о том что нам нельзя будет вернутся назад .....Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-40384029904679718892010-11-18T04:17:00.001-08:002010-11-18T04:45:03.138-08:00ფანჯრის რაფაზე ორი ქილა კომპოტი ჰქონდათ დაწყობილი ,თითქოს კარლსონს ელოდებოდნენო...დღეს წავაწყდი ასეთ მშვენიერ სურათს , ვიღაცას ფანჯრის რაფაზე მხრიარულად ჰქონდა დაწყობილი ორი სამლიტრიანი ქილით თუ არ ვცდები ბლის კომპოტები... გამეღიმა , ისე საინტერესოდ, გამიხარდა ჩემი ( არ დავიბრალებ და თამუნასიც ) აღმოჩენა... იმ წამსვე ორივეს ამ აზრმა გაგვიარა თავში და რათქმაუნდა არც დავაყოვნეთ ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა.....უეჭველი იქ ვიღაც ჩვენიანი ცხოვრობს რატომღაც ეგრე მგონია... <br />
ხოოო ,კიდევ მინდოდა ეხლა რაზეც მოგიყვებით ცალკე დამეწერა პოსტი , მაგრამ აქვე მივამატებ... ქართულის ოლიმპიადაში თავისუფალ თემაში 0 ქულა დამიწერეს , მერე გამოვითხოვე, აღმოჩნდა რომ არ მეკუთვნოდა და ა.შ და .შ მოკლედ რომ ვთქვათ, სიტუაცია ასეთია ერთ 12 კვადრატულ ოთახში ვსედხვართ მე და გამსწორებელი, რომელიც ცდილობს გამაგებინოს შეცდომების არსი , როგორც აღმოჩნდა სტილისტურ შეცდომებს ჰქონდა ადგილი , მეც ჩავეძიე და აღმოჩნდა , რომ არ მოგატყუოთ ციტირებას ვახდენ (საუბარია გაბრიელ გარსია მარკესზე) "მისი ნაწარმოებების კითხვისას მიჩნდება სურვილი გულში ჩავიხუტო მისი ავტორი" ამის წაკითხვის შემდეგ, ძალიან ოფიციალურად მითხრა რომ მისი არამც თუ "ჩახუტების" ,მაგ ფაქტის გაიფქრების უფლებაც არ მქონია .. თუმცა მისმა სიტყვებმა მას მერე დაკარგა ჩემთვის ფასი როდესაც გაკვირვებულმა ისიც დასძინა შენ როგორ უნდა ჩაიხუტო გარდაცვლილი გულშიო... ალბათ ძალიან გაკვირვებულდედისგინებაგაოცებული სახის გამომეტყველება მივიღე და უცებ მომიბოდიშა.... სიმართლე გითხრათ არ ვიცი რატომ ეგონა მას რომ უკვე ერთი გზის ბილეთს ვიღებდი კარტახენამდე , გაბოს გულში ჩასახუტებლად , მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება...<br />
ასე და ამგვარად მეგობრებოოოო დამიშალეს გაბოს გულში ჩაკვრა .....Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com2tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-41580752592190547112010-11-13T10:49:00.000-08:002010-11-13T10:49:43.120-08:00ერთი წამით დიდი ყოველთვის იქნები , ერთი წამით პატარა კი არასოდეს....3 წლის წინ ვერ ვიტანდი ბავშვს რომ მიწოდებდნენ , ახლა კი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს "წოდება" უდიდეს სიხარულს მანიჭებს .... ეს ორი დღეა გული მტკივა ჩემი ფისო ძალიან აგრესიული გახდა და არ მაფერებინებს თავს.... <br />
ვიტირე .. დიახაც ვიტირე პატარა უფლისწულზე არ მინდოდა წასულიყო ... ახლა ამ წუთას აივანზე ვზივარ ცაზე ერთადერთი პატარა ვარსკვლავს ვხედავ ... ვუყურებ და აშკარად იქიდან (თქვენთვის ვიღაც ) ჩემთვის ყველაზე ჩემიანი არსება მიყურებს და მიღიმის (უფრო იღიმის ჩემთვის) .... ეხლა ამ წუთას ისეთი შეგრძნება მაქვს აი მწერალს მისთვის ყველაზე საყვარელ ნაწარმოებს რომ დაუწუნებენ , მერე კი იტყვის ისე სხვისთვის - არაუშავსო , მაგრამ გულში ერთხელ მაინც იტირებს . . . <br />
<br />
<br />
p.s მაპატიეთ , სიცივისგან მიჭირს წერა ... ძალიან ცოტა დავწერე მაგრამ ბრძენი ხომ ის არის ვინც ცოტატიც კმაყოფილდება...Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com2tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-90269307791449501442010-11-13T03:48:00.000-08:002010-11-13T03:48:22.744-08:00მაკხი ქალი რომ ვყოფილიყავი?ალბათ გზა,რომელსაც ადამიანი გადის , ამ შემთხვევაში კი ქალი,სხვისი გაკერპებისას, მეც გამივლია, ორონც სულ მცირედი,შეიძლება მეოთხედი და ამ მდგომარეობიდან გამოსულს, გარკვეული შთაბეჭდილება მექმნება ამ ტიპის ქალზე...<br />
უადგილო იქნებოდა ცემი მხრიდან კრიტიკა, მაგრამ მისი გამართლება უტვინო ადამიანის იერს შემძენდა. არც თუ ისე ადვილია დარჩე ნეიტრალური...<br />
ირონიული ფაქტია , მაგრამ ჩემი გატაცების საგანი ხშირად მაგონდება , განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოთახში ზედმეტი მოწიწებით დალაგებულ ოთხ ტომეულს დავინახავ , რომელსაც კედლებს შორის მოქცეული სხვა ნივთებისგან განსხვავებით, მტვერი თითქმის არასოდეს ადევს...<br />
ადევს ხანგრძლივად...<br />
კიდევ არის სხვა საგნებიც , რომლებიც წარსულის არც თუ ისე სახარბიელო მოგონებასთან საცალფეხო ბილიკებით მაკავშირებენ...<br />
ეხლა მთავარს დავუბრუნდეთ... მაკხი ქალი რომ ვყოფილიყავი, როგორი ვიქნებოდი???<br />
ალბათ სიცოცხლით აღსავსე, ბედნიერებით გაცისკროვნებული, უმიზეზოდ , მუდამ მომღიმარი ...<br />
სასაცილოა, ცუდის ჩამოთვლას ვერიდები...<br />
უამაყესი... უსასტიკესი....<br />
ერთი კი დაზუსტებით შემიძლია ვთქვა : მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პიროვნება და რაც მთავარია , ქალი ვიქნებოდი !!! <br />
უძლიერესი ...!!Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com3tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-63557009539167302732010-11-12T10:04:00.001-08:002010-11-12T10:04:35.097-08:00Attention! Attention!!ალბათ ეს შეტყობინება უფრო ადრე უდნა გამომექვეყნებინა მაგრამ არაუშავს. მათთვის ვინც ვერ გაიგო თუ რას ნიშნავს <b>Bacchus </b> ქართულად ჟღერს როგორც მაკხი . დამატებითი ინფორმაციისთვის ეწცვიეთ www . Google .com-ს..Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-8654028048469838123.post-27040911211351881972010-11-12T09:47:00.000-08:002010-11-12T09:47:09.300-08:00ბიოლოგიური ენით ახსნილი დღევანდელობა...100% -იანი მხედველობით ჩემმა მტერმა უყურა სამყაროს , მითუმეტეს საქართველოს და უფრო მითუმეტეს იმ ხალხს რომელიც თბილისის მოსახლეობას(ნამდვილი თბილისელების გარდა თავისთავად) წარმოადგენს , პროვინციალიზმი დამყარდა და ალბათ მხოლოდ ბრმა თუ ვერ შეამჩნევს ამას, ერთია ვერ შეამჩნევს და მეორე არ... ნუ ეს თავად გადაწყვიტეთ .. ხანდახან იქნებ ვარდისფერი სათვალე მოიხსნათ (ურიგო არ იქნებოდა) იქნებ დაფიქრდეთ თქვენს ყოველდღიურ ყოფაზე და ცხოვრებისეული უმწეო ღირებულებების შეფასებას შეეშვათ ..<br />
უცნაური იქნება შეგადაროთ ანტისხეულებს , რომელიც ორგანიზმში შემოჭრილი სხეულის - ანტიგენის წინააღმდეგ აქტიურდება და გარკვეული დროის შემდეგ ვოალა ანტიგენი ფაფუუუუ.... აღარ არის..... და იცით რა ხდება თუ იგივე სახის ანტიგენი მოხვდა სხეულში??? ანტისხეული თავსაც კი არ იწუხებს მის მოსაშორებლად ... ანტიგენი თავისით ქრება რადგან ანტისხეულმა იცის უკვე როგორ მოიშოროს იგი თავიდან დიდი ძალისხმევის გარეშე.<br />
... ესე ვართ ადამიანებიც... პარალელები თავად გააავლეთ... თუ რომელიმე ინტერესის ობიექტი (ამ შემთხვევაში ადამიანი) თქვენს მიერ მოგონებულ რაღაც ჩარჩოში ვერ ჯდება მაშიიინ ოოოოო ის "თქვენიანი" არააა... მოვა დრო და თქვენს იგემებთ ანტიგენის გემოს...<br />
რადგანაც ამქვეყნად ყველაფერი წარმავალია თვით წარმავლობის გარდა....Bacchushttp://www.blogger.com/profile/18104588130695582017noreply@blogger.com0