Search This Blog

Saturday, November 13, 2010

მაკხი ქალი რომ ვყოფილიყავი?

ალბათ გზა,რომელსაც ადამიანი გადის , ამ შემთხვევაში კი ქალი,სხვისი გაკერპებისას, მეც გამივლია, ორონც სულ მცირედი,შეიძლება მეოთხედი და ამ მდგომარეობიდან გამოსულს, გარკვეული შთაბეჭდილება მექმნება ამ ტიპის ქალზე...
უადგილო იქნებოდა ცემი მხრიდან კრიტიკა, მაგრამ მისი გამართლება უტვინო ადამიანის იერს შემძენდა. არც თუ ისე ადვილია დარჩე ნეიტრალური...
ირონიული ფაქტია , მაგრამ ჩემი გატაცების საგანი ხშირად მაგონდება , განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოთახში ზედმეტი მოწიწებით დალაგებულ ოთხ ტომეულს დავინახავ , რომელსაც კედლებს შორის მოქცეული სხვა ნივთებისგან განსხვავებით, მტვერი თითქმის არასოდეს ადევს...
ადევს ხანგრძლივად...
კიდევ არის სხვა საგნებიც , რომლებიც წარსულის არც თუ ისე სახარბიელო მოგონებასთან საცალფეხო ბილიკებით მაკავშირებენ...
ეხლა მთავარს დავუბრუნდეთ... მაკხი ქალი რომ ვყოფილიყავი, როგორი ვიქნებოდი???
ალბათ სიცოცხლით აღსავსე, ბედნიერებით გაცისკროვნებული, უმიზეზოდ , მუდამ მომღიმარი ...
სასაცილოა, ცუდის ჩამოთვლას ვერიდები...
უამაყესი... უსასტიკესი....
ერთი კი დაზუსტებით შემიძლია ვთქვა : მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პიროვნება და რაც მთავარია , ქალი ვიქნებოდი !!!
უძლიერესი ...!!

3 comments:

  1. dzaaalian magariaaa :X:X:X ragac sheni stili ar ariiis magraam albad es siaxlee momewonaa dzaliaaan :X

    ReplyDelete
  2. რომლებიც წარსულის არც თუ ისე სახარბიელო მოგონებასთან საცალფეხო ბილიკებით მაკავშირებენ... es momwoons dzaaaliaaaaaan :X

    ReplyDelete
  3. შენ ხომ მიხვდი რაზეც დავწერე???

    ReplyDelete

Followers