Search This Blog

Sunday, September 23, 2012

მწუხარება მკერდზე მიყრდნობოდა საგოდებელში დუმილს...

დაიწყო .... ის რასაც ამდენ ხანს ველოდი - დამამთავრებელი კლასი ... დაიწყო ნეგატიურად და ისე რაღაცნაირად სიტყვებით,რომ ვერ ახსნი ...ახლა კვლავ დაემსგავსება ყველაფერი ერთმანეთს უაზროდ და საკუთარ თავს აგერ უკვე მერამდენედ (ვინ უწყის ?!) დავემდურები არაფრის შეცვლის გამო... დღეების თვლა ჩვევად მექცა, ვითვლი ..ვითვლი .. ვითვლი ....აღმოვაჩინე , ჩემთან ურთიერთობაში დაშვებულ შეცდომებზე თურმე უსწავლიათ და გული დამწყდა , ეგოისტურად , მაგრამ მაინც... მეწყინა , რომ მე უბრალოდ სასწავლებლად გამოვდექი ....წავა რა ყველა .... უეჭველად ...შემომელევა როდესმე ეს ფურცლებიც , ათასჯერ დაწერილს , ალბათ ათასმეერთედაც დავწერ და დავხურავ ბლოკნოტს... წერილები დავწერე დავტოვე სხვადასვხ ადგილას, იმედი მაქვს ვინმეს გაეღიმებოდა მაინც ... მეც ვიპოვე პოზიტიური წერილი...ძალიან დამღლელად ვწერ უბრალოდ ასე მეფიქრება -ნაწყვეტ-ნაწყვეტ....

Thursday, February 9, 2012

Fairy Tale

ჩემთვის არასოდეს არავის უთქვამს - "ნახე მამამ რა მოგიტანა!"
არასოდეს მითქვამს საპასუხოდ - "მადლობთ მამი "
აქედან გამომდინარე არასოდეს უკითხავთ "მოგეწონა? "
მაშასადამე არასოდეს მიფიქრია ამ კითხვის პასუხზე.
არა, არ მიყვარს შეცოდება.. უბრალოდ მიყვარს აღმოჩენები . რაიმეზე რომ ფიქრობ და .. უცებ მიხვდები .. მიხვედრას ემოცია მოსდევს.. მე კი აგერ უკვე მერამდენედ ავღნიშნავ , რომ მსიამოვნებს ემოციების შეგროვება და რადგანაც ახლა ამ წუთას მე ვწერ ეს ნიშნავს , რომ დამუხტული ვარ მისით... (ცუდად თუ კარგად ეგ სხვა საკითხია )
რამოდენიმე დღის წინ ადამიანი ვნახე , რომლის თვალებმა შემაშინეს ... პირველად ვნახე გაბოროტებული, ცისფერი, არაფრის და ამავდროულად ყველაფრის მთქმელი, წყლიანი თვალები , რომლებშიც აშკარად ამოვიკითხე, ის რომ იგი ყველაფერზე იყო წამსვლელი.. ..შიმშილისაგან.......მინდოდა ხმა ამომეღო, მეყვირა , მეჩხუბა სულის სიღრმიდან ამომეხავლა , მაგრამ არ შემეძლო ....
გუშინ კი ამდენი ხნის შემდეგ შევძელი თავი დამეღწია ყველაფრისთვის.. დიახ მარტო მინდოდა ყოფნა. არა, არანაირი დეპრესია,უბრალოდ მინდოდა მეფიქრა არაფერზე .... ერთი ქუჩაა ბავშვობიდან მეშინია იქ გავლის და იმ დროიდანვე ვცდილობ ამ ფაქტის ახსნას... მივდიოდი სწორედ იმ ქუჩაზე თანაც კაციშვილი არ იყო და მიხაროდა , რომ ასეთ "გმირობას" ჩავდიოდი.... ტუჩზე ისე ვიკბინე სისხლი მომდიოდა.. მეც გავუყევი სახლის გზას, ვფიქრობდი მარკესზე და ვტოვებდი ჩემი სისხლის კვალს თოვლზე ....

Thursday, January 19, 2012

უსახელო

თითქმის ერთი წელია არ დამიწერია და თითქმის 11-ჯერ ვინანე ეს ფაქტი . გადავავლე თვალი ძველ პოსტებს ვერც კი ვიჯერებ , რომ ჩემი დაწერილია , მე-ცინება , მე-ფიქრება , მე-ნატრება - მე . ყველაფერი შეიცვალა , აღარს ცაზე ვეძებ ვარსკვლავს , აღარც ქუჩაში გამვლელების ემოციები მართობს, აღარც სკოლა მიხარია . უაზრობას როდესმე შერწყმიხართ ? - აი ეგა მჭირს . . .

Followers