Search This Blog

Friday, November 12, 2010

ბიოლოგიური ენით ახსნილი დღევანდელობა...

100% -იანი  მხედველობით ჩემმა მტერმა უყურა სამყაროს , მითუმეტეს საქართველოს და უფრო მითუმეტეს იმ ხალხს რომელიც თბილისის მოსახლეობას(ნამდვილი თბილისელების გარდა თავისთავად) წარმოადგენს , პროვინციალიზმი დამყარდა  და ალბათ მხოლოდ ბრმა თუ ვერ შეამჩნევს ამას, ერთია ვერ შეამჩნევს და მეორე არ... ნუ ეს თავად გადაწყვიტეთ .. ხანდახან იქნებ ვარდისფერი სათვალე მოიხსნათ (ურიგო არ იქნებოდა) იქნებ დაფიქრდეთ თქვენს ყოველდღიურ ყოფაზე  და ცხოვრებისეული უმწეო ღირებულებების შეფასებას შეეშვათ ..
უცნაური იქნება შეგადაროთ ანტისხეულებს , რომელიც ორგანიზმში შემოჭრილი სხეულის - ანტიგენის წინააღმდეგ აქტიურდება და გარკვეული დროის შემდეგ  ვოალა ანტიგენი ფაფუუუუ.... აღარ არის..... და იცით რა ხდება თუ იგივე სახის  ანტიგენი მოხვდა სხეულში??? ანტისხეული თავსაც კი არ  იწუხებს მის მოსაშორებლად ... ანტიგენი თავისით ქრება რადგან ანტისხეულმა იცის უკვე როგორ მოიშოროს იგი თავიდან  დიდი ძალისხმევის გარეშე.
... ესე ვართ ადამიანებიც... პარალელები თავად გააავლეთ...   თუ  რომელიმე ინტერესის ობიექტი (ამ შემთხვევაში ადამიანი) თქვენს მიერ მოგონებულ რაღაც ჩარჩოში ვერ ჯდება მაშიიინ  ოოოოო  ის "თქვენიანი" არააა...  მოვა დრო და თქვენს იგემებთ ანტიგენის გემოს...
რადგანაც ამქვეყნად ყველაფერი წარმავალია თვით წარმავლობის გარდა....

No comments:

Post a Comment

Followers