Search This Blog

Sunday, November 28, 2010

....

А хватит ли у тебя мужество идти за мной всюду , подумала ли ты как велик мир подумала ли о том что нам нельзя будет вернутся назад .....

Thursday, November 18, 2010

ფანჯრის რაფაზე ორი ქილა კომპოტი ჰქონდათ დაწყობილი ,თითქოს კარლსონს ელოდებოდნენო...

დღეს წავაწყდი ასეთ მშვენიერ სურათს , ვიღაცას ფანჯრის რაფაზე მხრიარულად ჰქონდა დაწყობილი ორი სამლიტრიანი ქილით თუ არ ვცდები ბლის კომპოტები... გამეღიმა , ისე საინტერესოდ, გამიხარდა ჩემი ( არ დავიბრალებ და თამუნასიც ) აღმოჩენა... იმ წამსვე ორივეს ამ აზრმა გაგვიარა თავში და რათქმაუნდა არც დავაყოვნეთ ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა.....უეჭველი იქ ვიღაც ჩვენიანი ცხოვრობს რატომღაც ეგრე მგონია...
ხოოო ,კიდევ მინდოდა ეხლა რაზეც მოგიყვებით ცალკე დამეწერა პოსტი , მაგრამ აქვე მივამატებ... ქართულის ოლიმპიადაში თავისუფალ თემაში 0 ქულა დამიწერეს , მერე გამოვითხოვე, აღმოჩნდა რომ არ მეკუთვნოდა და ა.შ და .შ მოკლედ რომ ვთქვათ, სიტუაცია ასეთია ერთ 12 კვადრატულ ოთახში ვსედხვართ მე და გამსწორებელი, რომელიც ცდილობს გამაგებინოს შეცდომების არსი , როგორც აღმოჩნდა სტილისტურ შეცდომებს ჰქონდა ადგილი , მეც ჩავეძიე და აღმოჩნდა , რომ არ მოგატყუოთ ციტირებას ვახდენ (საუბარია გაბრიელ გარსია მარკესზე) "მისი ნაწარმოებების კითხვისას მიჩნდება სურვილი გულში ჩავიხუტო მისი ავტორი" ამის წაკითხვის შემდეგ, ძალიან ოფიციალურად მითხრა რომ მისი არამც თუ "ჩახუტების" ,მაგ ფაქტის გაიფქრების უფლებაც არ მქონია .. თუმცა მისმა სიტყვებმა მას მერე დაკარგა ჩემთვის ფასი როდესაც გაკვირვებულმა ისიც დასძინა შენ როგორ უნდა ჩაიხუტო გარდაცვლილი გულშიო... ალბათ ძალიან გაკვირვებულდედისგინებაგაოცებული სახის გამომეტყველება მივიღე და უცებ მომიბოდიშა.... სიმართლე გითხრათ არ ვიცი რატომ ეგონა მას რომ უკვე ერთი გზის ბილეთს ვიღებდი კარტახენამდე , გაბოს გულში ჩასახუტებლად , მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება...
ასე და ამგვარად მეგობრებოოოო დამიშალეს გაბოს გულში ჩაკვრა .....

Saturday, November 13, 2010

ერთი წამით დიდი ყოველთვის იქნები , ერთი წამით პატარა კი არასოდეს....

3 წლის წინ ვერ ვიტანდი ბავშვს რომ მიწოდებდნენ , ახლა კი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს "წოდება" უდიდეს სიხარულს მანიჭებს .... ეს ორი დღეა გული მტკივა ჩემი ფისო ძალიან აგრესიული გახდა და არ მაფერებინებს თავს....
ვიტირე .. დიახაც ვიტირე პატარა უფლისწულზე არ მინდოდა წასულიყო ... ახლა ამ წუთას აივანზე ვზივარ ცაზე ერთადერთი პატარა ვარსკვლავს ვხედავ ... ვუყურებ და აშკარად იქიდან (თქვენთვის ვიღაც ) ჩემთვის ყველაზე ჩემიანი არსება მიყურებს და მიღიმის (უფრო იღიმის ჩემთვის) .... ეხლა ამ წუთას ისეთი შეგრძნება მაქვს აი მწერალს მისთვის ყველაზე საყვარელ ნაწარმოებს რომ დაუწუნებენ , მერე კი იტყვის ისე სხვისთვის - არაუშავსო , მაგრამ გულში ერთხელ მაინც იტირებს . . .


p.s მაპატიეთ , სიცივისგან მიჭირს წერა ... ძალიან ცოტა დავწერე მაგრამ ბრძენი ხომ ის არის ვინც ცოტატიც კმაყოფილდება...

მაკხი ქალი რომ ვყოფილიყავი?

ალბათ გზა,რომელსაც ადამიანი გადის , ამ შემთხვევაში კი ქალი,სხვისი გაკერპებისას, მეც გამივლია, ორონც სულ მცირედი,შეიძლება მეოთხედი და ამ მდგომარეობიდან გამოსულს, გარკვეული შთაბეჭდილება მექმნება ამ ტიპის ქალზე...
უადგილო იქნებოდა ცემი მხრიდან კრიტიკა, მაგრამ მისი გამართლება უტვინო ადამიანის იერს შემძენდა. არც თუ ისე ადვილია დარჩე ნეიტრალური...
ირონიული ფაქტია , მაგრამ ჩემი გატაცების საგანი ხშირად მაგონდება , განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოთახში ზედმეტი მოწიწებით დალაგებულ ოთხ ტომეულს დავინახავ , რომელსაც კედლებს შორის მოქცეული სხვა ნივთებისგან განსხვავებით, მტვერი თითქმის არასოდეს ადევს...
ადევს ხანგრძლივად...
კიდევ არის სხვა საგნებიც , რომლებიც წარსულის არც თუ ისე სახარბიელო მოგონებასთან საცალფეხო ბილიკებით მაკავშირებენ...
ეხლა მთავარს დავუბრუნდეთ... მაკხი ქალი რომ ვყოფილიყავი, როგორი ვიქნებოდი???
ალბათ სიცოცხლით აღსავსე, ბედნიერებით გაცისკროვნებული, უმიზეზოდ , მუდამ მომღიმარი ...
სასაცილოა, ცუდის ჩამოთვლას ვერიდები...
უამაყესი... უსასტიკესი....
ერთი კი დაზუსტებით შემიძლია ვთქვა : მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პიროვნება და რაც მთავარია , ქალი ვიქნებოდი !!!
უძლიერესი ...!!

Friday, November 12, 2010

Attention! Attention!!

ალბათ ეს შეტყობინება უფრო ადრე უდნა გამომექვეყნებინა მაგრამ არაუშავს. მათთვის ვინც ვერ გაიგო თუ რას ნიშნავს Bacchus  ქართულად ჟღერს როგორც მაკხი . დამატებითი ინფორმაციისთვის ეწცვიეთ www . Google .com-ს..

ბიოლოგიური ენით ახსნილი დღევანდელობა...

100% -იანი  მხედველობით ჩემმა მტერმა უყურა სამყაროს , მითუმეტეს საქართველოს და უფრო მითუმეტეს იმ ხალხს რომელიც თბილისის მოსახლეობას(ნამდვილი თბილისელების გარდა თავისთავად) წარმოადგენს , პროვინციალიზმი დამყარდა  და ალბათ მხოლოდ ბრმა თუ ვერ შეამჩნევს ამას, ერთია ვერ შეამჩნევს და მეორე არ... ნუ ეს თავად გადაწყვიტეთ .. ხანდახან იქნებ ვარდისფერი სათვალე მოიხსნათ (ურიგო არ იქნებოდა) იქნებ დაფიქრდეთ თქვენს ყოველდღიურ ყოფაზე  და ცხოვრებისეული უმწეო ღირებულებების შეფასებას შეეშვათ ..
უცნაური იქნება შეგადაროთ ანტისხეულებს , რომელიც ორგანიზმში შემოჭრილი სხეულის - ანტიგენის წინააღმდეგ აქტიურდება და გარკვეული დროის შემდეგ  ვოალა ანტიგენი ფაფუუუუ.... აღარ არის..... და იცით რა ხდება თუ იგივე სახის  ანტიგენი მოხვდა სხეულში??? ანტისხეული თავსაც კი არ  იწუხებს მის მოსაშორებლად ... ანტიგენი თავისით ქრება რადგან ანტისხეულმა იცის უკვე როგორ მოიშოროს იგი თავიდან  დიდი ძალისხმევის გარეშე.
... ესე ვართ ადამიანებიც... პარალელები თავად გააავლეთ...   თუ  რომელიმე ინტერესის ობიექტი (ამ შემთხვევაში ადამიანი) თქვენს მიერ მოგონებულ რაღაც ჩარჩოში ვერ ჯდება მაშიიინ  ოოოოო  ის "თქვენიანი" არააა...  მოვა დრო და თქვენს იგემებთ ანტიგენის გემოს...
რადგანაც ამქვეყნად ყველაფერი წარმავალია თვით წარმავლობის გარდა....

ჯერ კიდევ ვერ მოახერხე კალენდარში ჩახედვა?

ყოველი დღე იწყება ძიებით, ის ეძებს სითბოს,ზუსტი პირდაპირი მნიშვნელობით.გამოაღებს კარადას… შეარჩევს რამე თბილ სვიტერს, ჩაიცმევს.
დილით მუდმივად ერთი კითხვა ისმის, გაბზარული ხმით, გაოცებული თვალებით, მოღრეცილი სახით ეკითხება ,ხან ვინ, ხან ვინ :"ჯერ კიდევ ვერ მოახერხე კალენდარში ჩახედვა?? "პასუხად : ღიმილი, რომელიც კიდევ უფრო მეტად "ალამაზებდა" მათ ალეწილ სახეებს…ქუჩა… . . .…ავტობუსი…. . . .  სკოლა . . . აქ სახემოღრეცილთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდებოდა. . .  რა ექნა სციოდა… . . . ხშირად იმდენად , რომ ეგონა ფილტვები ეყინებოდა , კუჭზე ლოლოები ეკიდებოდა….. დღეები ფიფქებივით გვანან ერთმანეთს , მართალია ფორმით ყველა აბსოლუტურად განსხვავებულია , მაგრამ სტრუქტურა ერთი .. . .სახლი . . . ადგილი სადაც სიცივე იმატებს, მივიდა…. . . . რაღაც უცვეულო იყო. . . დღეში ორი კითხვა. . .  პირველად ნახა გაბრაზება . . .  ამაზეც გაიღიმა…დედა მივარდა გახადა …. კი არ გახადა უფრო შემოახია.. გააგდო… სიცივეში..არავის უნახავს რას აკეთებდა მისი სიცოცხლის უკანასკნელ საათსა და წუთებში . . . ალბათ იღიმოდა . . .  მაგრამ ვინ იცის… . . ეძებდნენ . . ..  ბოლოს მოკლესახელოებიანი ხალხის გროვა შემოხვეოდა მის გვამს …. სიკვდილის მიზეზი ----- სისხლის გაყინვა . . . . .

Followers