Search This Blog

Sunday, May 25, 2014

My Dad, My Hero

მე და შენ გვაქვს ყველაზე უცნაური ურთიერთობა, მე და შენ არასოდეს გვიცხოცრია ერთმანეთისთვის მე და შენ არასოდეს გვისაუბრია საყვარელ ფერებსა თუ მწერლებზე მე და შენ ...რთულად მახსენდება დილა,როდესაც გნახე ახალგაგვიძებულმა მე და შენ არასოდეს გვრქმევია ''ჩვენ'' მე არასოდეს მიგვრძვნია,რომ ჩემი ხარ და ძალით ვირწმუნებ მუდამ თავს ,რომ გიყვარვარ,თუნდაც იმიტომ ,რომ ეს ასეა საჭირო მე და შენ არასოდეს გვისაუზმია ერთად და არც ის ვიცი რამდენ კოვზ შაქარს იყრი ყავაში. ვერც კითხვაზე '' რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს'' ვიცი შენი პასუხი შენ ალბათ შეყოვნდები იმის გასახსენებლად,თუ რამდენი წლის ვხდები სულ მალე მე არასოდეს მიგვრძნია ,როგორია როცა შენს რჩევას ვისმენ და არასოდეს გამხსენებიხარ დაცემის დროს,რათა შენთან მოვსულიყავი და ნატკენი მუხლი მეჩვენებინა შენ არასოდეს გითქვამს ,რომ ყველაზე ლამაზი ვარ და არასოდეს მინახავს შენს სახეზე ''ეს ჩემი შვილია'' გამომეტყველება შენ არასოდეს გითქვამს '' ვინმემ თუ გაწყენინა მე მითხაი'' (არაუშავს '' ზატო'' ბიძაჩემის ძმაკაცის ახლობელს უთქვამს) შენ ერთადერთი როლი ვერ ითამაშე კარგად ''მამა'' ერთადერთი ნიღაბი ვერ მოირგე სამაგიეროდ უსულო საგნებისა თუ ბრიყვის როლი გამოგდის ფანტასტიურად, მე მხოლოდ ის მაინტერესებს,რატომ მიაგდე ასე ეს სცენარი,იქნებ ამ როლსაც კარგად ასრულებდი და მხოლოდ ის ვიცი,რომ ყოველთვის მერვედი ადამიანი ვიქნები და ალბათ ,თუ კი ოდესმე მედიცინაში ჩემს სათქმელს ვიტყვი ,არ გამახსენდები იმ წუთას შენ...მე მსურდა ყოფილიყავი იქ,სადაც გეგულებოდი, აღგეზარდე შენებური მეთოდებით,გაგვესინჯა ქვეყნად ყველანაირი სახეობის ნაყინი და შემდეგ გვეკამათა იმაზე,თუ რომელი ჯობია...მაგრამ რაც უფრო ვცადე შენთან მოახლოება, სადღაც დაგკარგე და შეიძლება სასაცილოდ ჟღერს ,მგრამ მკლავდა ინტერესი თუ როგორია ,როდესაც მამა არ გიშვებს სადმე იქნებ არც ისე მოსაწყენია ძილის წინ შვილის შუბლზე კოცნა და მშვიდობანი ღამის სურვება, მისი სკვერში გასეირნება, იქნებ არც ისე მოსაწყენია მისთვის სიყვარულით ანთებული თვალებით ყურება, იქნებ არც ისე მოსაწყენი ვარ,თუ ერთხელ მაინც არ მოხვალ და მკითხავ '' ვინ ხარ'' ამას ხომ ვერც გაიგებ.. შენ ვერასოდეს გაიგებ რას ნიშნავს იყო მშობელი და ვერც იმას მოისმენ ჩემგან,რომ ყველაში გეძებ და არც არასოდეს ვაღიარებ შენი თანდასწრებით,რომ გიცავ მუდამ და ხანდახან,როდესაც მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგავ საოცრად მინდა სადღაც კუთხეში მაინც იჯდე და აპლოდისმენტების ხმაურს შენი ხელის ხმა უერთდებოდეს... შენ არასოდეს დააყენებ ვინმეს შენზე წინ და არსებობა-გადარჩენაში ისე დამკარგავ , თუმცა შენ არც არასოდეს გიპოვნივარ... მაპატიე ,რომ პირდაპირ ხუთი წლის არ გავჩნდი,შენ ხომ უფრო პატარა ბავშვები არ გიყვარს.. ერთხელ მაინც,რომ ვიგრძნო შენი ხელი ჩემს სიცხიან შუბლზე იქნებ შეიცვალოს ყველაფერი... მამა სულ ორჯერ დაგიძახე და ეს შენ არც გაგიგია...

Sunday, May 11, 2014

ცივ მორგში,მაგიდაზე დასვენებული,ახლადშესვენებული გვამი ვარ..შემოაღებ ხოლმე კარს ფეხით, მოიმარჯვებ ლანცეტს და სხეულის იმ ნაწილს შეისწავლი საგულდაგულოდ,რომელიც გინდა..მე კი დადუმებული ვწევარ ,ტკივილებს ვერ ვგრძნობ ,მაგრამ არ მინდა,არ მინდა იცოდე სახსართა გადაბმის სახეობები ჩემში, არ მინდა მაგრამ ვერაფერს ვშველი..სასაცილოა ,აქ ამ მაგიდაზე თავად დავწექი,თავად წამოგყევი "დიდი აღმოჩენების" გასაკეთებლად ,მაგრამ... წადი მეთქი ,გიბრძანე ,გთხოვე,გიყვირე..ნუთუ არ გეშინია,რომ ჩემს ამღვრეულ თვალებში ერთხელაც საკუთარ თავს დაინახავ და გაიქცევი კი არ წახვალ..მე კი, რამდენჯერაც ვცადე შენგან წასვლა,მხოლოდ სიმეტრიულ წრეებს ვხაზავდი და კვლავ საწყის პოზიციას ვუბრუნდებოდი,მერე ვბრაზდებოდი და ოლიმპიური სისწრაფით ვიწყებდი სირბილს,მაგრამ ამაოდ ამ ელიფსოიდურმა სვლამ მომიყვანა ახლა აქ და ვწევარ ცივ მორგში ,ვერცხლისფერ მაგიდაზე... ველოდები როდის ამოიწურება სასწავლი მასალა და გვამისათის შესაფერისი ინტერესი მკლავს გაგრძელების,რადგან ვხედავ,რომ ჩემს გვერდით მაგიდაზე არავინ წევს და მინდა ვნახო იმავე სულისკვეთებით მოეკიდები თუ არა შენს შემდეგ შესასწავლ ობიექტს.. ის კი არ იცი,რომ თავად ხარ მსხვერპლი,შენ ხომ არ გდომებია ამ საქმიამონისთვის მოგეკიდა ხელი,ნეტავ ცხოვრებაში ერთხელ მომეცეს ძალა,წამოვდგე ხელი მოგკიდო და გავიქცეთ,თუნდაც წრეები ვხაზოთ ,თუნდაც შემოვიაროთ მსოფლიოს ყველა მორგი... შენ ჩემში ხარ.. ვგრძნობ,ვხედავ კიდეც.. წამიყვანე რა.. წამიყვანე იქ სადაც მხოლოდ ჩვენ ვიქნებით და გპირდები,რომ ლენინსაც კი შეშურდება ჩემი არსებობის... მსოფლიოს ყველა საოცრებას განახებ,შენ ოღონდ მენდე,მე ,ადამიანს ,რომელმაც თავად არ იცის რისი უნდა სჯეროდეს და რისი არა,დახუჭე თვალები და მე ვიქნები ყველაზე ერთგული.. მხოლოდ შენთვის მოვიკრებ ძალას,რომ ყოველ დილით ისევ გავცოცხლდე და გადაგიშალო აღმოჩენების მთელი სამყარო,რომ ერთხელ,ისე, შენთვის გულში თქვა : ქვეყნად ცხოვრება იმისთის ღირდა ,შენ რომ მენახე .... წადი.. მე აღარ მაქვს ძალა დაგტოვო..ნელ-ნელა გაიპარა ჩემიდან,თითო კოცნით, შეხებით,ყურის ბიბილოებიდან,საფეთქლებიდან, ხელის თითებიდან..სადღაც წავიდა და დამტოვა,მიბაძე სანამ დროა,იქნებ დადგეს დრო და შევეცვალოთ როლებში. რას იტყვი ?!

Followers