Search This Blog

Friday, November 12, 2010

ჯერ კიდევ ვერ მოახერხე კალენდარში ჩახედვა?

ყოველი დღე იწყება ძიებით, ის ეძებს სითბოს,ზუსტი პირდაპირი მნიშვნელობით.გამოაღებს კარადას… შეარჩევს რამე თბილ სვიტერს, ჩაიცმევს.
დილით მუდმივად ერთი კითხვა ისმის, გაბზარული ხმით, გაოცებული თვალებით, მოღრეცილი სახით ეკითხება ,ხან ვინ, ხან ვინ :"ჯერ კიდევ ვერ მოახერხე კალენდარში ჩახედვა?? "პასუხად : ღიმილი, რომელიც კიდევ უფრო მეტად "ალამაზებდა" მათ ალეწილ სახეებს…ქუჩა… . . .…ავტობუსი…. . . .  სკოლა . . . აქ სახემოღრეცილთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდებოდა. . .  რა ექნა სციოდა… . . . ხშირად იმდენად , რომ ეგონა ფილტვები ეყინებოდა , კუჭზე ლოლოები ეკიდებოდა….. დღეები ფიფქებივით გვანან ერთმანეთს , მართალია ფორმით ყველა აბსოლუტურად განსხვავებულია , მაგრამ სტრუქტურა ერთი .. . .სახლი . . . ადგილი სადაც სიცივე იმატებს, მივიდა…. . . . რაღაც უცვეულო იყო. . . დღეში ორი კითხვა. . .  პირველად ნახა გაბრაზება . . .  ამაზეც გაიღიმა…დედა მივარდა გახადა …. კი არ გახადა უფრო შემოახია.. გააგდო… სიცივეში..არავის უნახავს რას აკეთებდა მისი სიცოცხლის უკანასკნელ საათსა და წუთებში . . . ალბათ იღიმოდა . . .  მაგრამ ვინ იცის… . . ეძებდნენ . . ..  ბოლოს მოკლესახელოებიანი ხალხის გროვა შემოხვეოდა მის გვამს …. სიკვდილის მიზეზი ----- სისხლის გაყინვა . . . . .

1 comment:

  1. შეიძლება ვცდები,მაგრამ ვგონებ ყველა სიტყვა ზუსტად ისე მესმის როგორც დაწერე,არ ვიცი რატომ მაგრამ მეღიმება,მართალი ხარ,ეს შეუსაბამო რეაქციაა,მაგრამ მე ხომ ვიცი შენი დილა...

    ReplyDelete

Followers