Search This Blog

Sunday, May 25, 2014

My Dad, My Hero

მე და შენ გვაქვს ყველაზე უცნაური ურთიერთობა, მე და შენ არასოდეს გვიცხოცრია ერთმანეთისთვის მე და შენ არასოდეს გვისაუბრია საყვარელ ფერებსა თუ მწერლებზე მე და შენ ...რთულად მახსენდება დილა,როდესაც გნახე ახალგაგვიძებულმა მე და შენ არასოდეს გვრქმევია ''ჩვენ'' მე არასოდეს მიგვრძვნია,რომ ჩემი ხარ და ძალით ვირწმუნებ მუდამ თავს ,რომ გიყვარვარ,თუნდაც იმიტომ ,რომ ეს ასეა საჭირო მე და შენ არასოდეს გვისაუზმია ერთად და არც ის ვიცი რამდენ კოვზ შაქარს იყრი ყავაში. ვერც კითხვაზე '' რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს'' ვიცი შენი პასუხი შენ ალბათ შეყოვნდები იმის გასახსენებლად,თუ რამდენი წლის ვხდები სულ მალე მე არასოდეს მიგვრძნია ,როგორია როცა შენს რჩევას ვისმენ და არასოდეს გამხსენებიხარ დაცემის დროს,რათა შენთან მოვსულიყავი და ნატკენი მუხლი მეჩვენებინა შენ არასოდეს გითქვამს ,რომ ყველაზე ლამაზი ვარ და არასოდეს მინახავს შენს სახეზე ''ეს ჩემი შვილია'' გამომეტყველება შენ არასოდეს გითქვამს '' ვინმემ თუ გაწყენინა მე მითხაი'' (არაუშავს '' ზატო'' ბიძაჩემის ძმაკაცის ახლობელს უთქვამს) შენ ერთადერთი როლი ვერ ითამაშე კარგად ''მამა'' ერთადერთი ნიღაბი ვერ მოირგე სამაგიეროდ უსულო საგნებისა თუ ბრიყვის როლი გამოგდის ფანტასტიურად, მე მხოლოდ ის მაინტერესებს,რატომ მიაგდე ასე ეს სცენარი,იქნებ ამ როლსაც კარგად ასრულებდი და მხოლოდ ის ვიცი,რომ ყოველთვის მერვედი ადამიანი ვიქნები და ალბათ ,თუ კი ოდესმე მედიცინაში ჩემს სათქმელს ვიტყვი ,არ გამახსენდები იმ წუთას შენ...მე მსურდა ყოფილიყავი იქ,სადაც გეგულებოდი, აღგეზარდე შენებური მეთოდებით,გაგვესინჯა ქვეყნად ყველანაირი სახეობის ნაყინი და შემდეგ გვეკამათა იმაზე,თუ რომელი ჯობია...მაგრამ რაც უფრო ვცადე შენთან მოახლოება, სადღაც დაგკარგე და შეიძლება სასაცილოდ ჟღერს ,მგრამ მკლავდა ინტერესი თუ როგორია ,როდესაც მამა არ გიშვებს სადმე იქნებ არც ისე მოსაწყენია ძილის წინ შვილის შუბლზე კოცნა და მშვიდობანი ღამის სურვება, მისი სკვერში გასეირნება, იქნებ არც ისე მოსაწყენია მისთვის სიყვარულით ანთებული თვალებით ყურება, იქნებ არც ისე მოსაწყენი ვარ,თუ ერთხელ მაინც არ მოხვალ და მკითხავ '' ვინ ხარ'' ამას ხომ ვერც გაიგებ.. შენ ვერასოდეს გაიგებ რას ნიშნავს იყო მშობელი და ვერც იმას მოისმენ ჩემგან,რომ ყველაში გეძებ და არც არასოდეს ვაღიარებ შენი თანდასწრებით,რომ გიცავ მუდამ და ხანდახან,როდესაც მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგავ საოცრად მინდა სადღაც კუთხეში მაინც იჯდე და აპლოდისმენტების ხმაურს შენი ხელის ხმა უერთდებოდეს... შენ არასოდეს დააყენებ ვინმეს შენზე წინ და არსებობა-გადარჩენაში ისე დამკარგავ , თუმცა შენ არც არასოდეს გიპოვნივარ... მაპატიე ,რომ პირდაპირ ხუთი წლის არ გავჩნდი,შენ ხომ უფრო პატარა ბავშვები არ გიყვარს.. ერთხელ მაინც,რომ ვიგრძნო შენი ხელი ჩემს სიცხიან შუბლზე იქნებ შეიცვალოს ყველაფერი... მამა სულ ორჯერ დაგიძახე და ეს შენ არც გაგიგია...

2 comments:

  1. უსაზღვროდ, არა კიდევ უფრო მეტად მინდა რომ ახლა ეს წავუკითხოოო აი რო ვიცოდე რომ მერე უბრალოდ არ მოკლავ სხვა დაზიანებებს ავიტან და წავუკითხავდიიი!!!!!!

    ReplyDelete
  2. :( :( გული მეტკინა

    ReplyDelete

Followers