Search This Blog

Sunday, February 13, 2011

მე ვხედავ მზეს! შემაჯამებელი პოსტი

მიუხედავად იმისა რომ არ ვწერდი ხშირად , ბევრჯერ დავინახე დადებითი , ვიგრძენი ბედნიერება თუმცა ამ თამაშმა ის მიმახვედრა , რომ პოზიტივის შენახვა დიდი ხნით არ მძალმიძს,(ფაქტიურად შეგრძნებიდან, პოსტის დაწერამდეც კი). აქამდეც მქონდა მოსაზრება იმისა, რომ ადამიანებს ცუდი და ნეგატიური დიდხანს გვახსოვს, უბრალოდ ახლა ნამდვილად დავრწმუნდი,დავრწმუნდი და შევძრწუნდი... ყოველდღე ვცდილობდი, ყოველდღე ვეძებდი , ყოველთვის სხვისი ბედნიერებით გამოწვეულ ბედნიერებას ვგრძნობდი და არა საკუთარს, ალბათ ამიტომაც იყო ასეთი ფერმკრთალი ეს გრძნობა , ამან კი ძალიან დამაღონა.. დაღონებული , როგორ შემეფერება ეს სიტყვა... მიხაროდა თქვენი პოსტები, ქუჩაში წამიერად ვიჭერდი საინტერესო და სიხარულით გაჟღენთილ კადრებს, მერე ასე კადრებად ვაგროვებდი და როდესაც გადავწყვეტდი გადამევლო თვალი (ამ შემთხვევაში პოსტი დამეწერა) ვხდებოდი რომ პირველი, მეორე და მესამე კადრები აღარც კი მახსოვდა... : ((

3 comments:

  1. dzalian momewona, me saertod ar vwerdi "mzeze" magram rac am tamashis arseboba gavige kovel dge vedzebdi chemshi ragac natel wertils da vpoulobdi, agmovachine rom dgeshi erti bedniereba mainc arsebobs....

    ReplyDelete
  2. წარმატებები ყველაფერში.

    ReplyDelete
  3. ნელ-ნელა იწყება წარმატებებიიიიი : ))))

    ReplyDelete

Followers