Search This Blog

Wednesday, January 19, 2011

ჩემი მზეა ეს ბავშვი ....

მე ვხედავ მზეს! 18.01.2011

მზე თვითონ რაღაც არ მოდის, ამიტომ გარეთ გასვლა და მისი მოძებნა გადავწყვიტე.. სიმართლე გითხრათ ერთადერთი რამაც დადებითი ემოციებით ამავსო იყო ჩემი აღმოჩენა : ორცხობილა მოხარშული "სგუშონით" ,ეს კი ამოვლებული შოკოლადში..... მმმმ... ძალიან გემრიელი რამ არის... ისე შოკოლადი პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული--დადებითთან და ბედნიერებასთან (ყოველშემთხვევაში ჩემთვის) ..
გუშინ ვნახე ძალიან სახალისო ფილმი - " The Proposal" Sandra Bullock - ის შესრულებით, უზომოდ კარგ ხასიათზე დამაყენა... კიდევ არ შემიძლია არ ვახსენო TOMA-ს პოსტი თავის დისშვილზე , 3 დღის წიინ წავიკითხე, მაგრამ ემოციები არ გამნელებია....
ამ წუთას კარგ ხასიათზე ვარ , ისე უმიზეზოდ.... და ამ კვირის უდადებითესი მოვლენა Golden Globe Awards... არ ვიცი რატომღაც , ყოველთვის როდესაც ამ დაჯილდოვებას ვუყურებ მგონია რომ მეც იქ ვარ (:D :D :D ) ... ასეთ ილუზიაში მყოფი კი უარყოფითად ნამდვილად ვერ დავიმუხტებოდი ....
p.s რაღაც ყველა მიყვარს ....

Friday, January 14, 2011

მე ვხედავ მზეს !!

თამაშის პირველივე დღე შემიძლია ფრიად წარმატებულად ჩავთვალო, იმდენი სახალისო და დადებითი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მართალია პატარ-პატარა ამბებებით,მაგრამ დღის ბოლოს ერთი დიიიიიდი სახალისო "კრებულით" ხელში აღმოვჩნდი.
1.გადავწყვიტეთ მეგობრებს ერთად აღგვენიშნა ძველით ახალი წელი. (შეხვედრის ადგილი უცვლელია: ჩემთან სახლში)
2.აგერ უკვე მე-10000 გასვლა გვქონდა მაღაზიაში (ასაკი მაინც თავისას შვება რა) ,სადაც უჩვეულოდ სახალისო ფაქტები ერთმანეთს თითქოს ჩვენდა სასიკეთოდ მიება, (ჩამოთვლად არ ღირს იმ წუთას უნდა ყოფილიყავით იქ, ვეჭვობ ასე გადმოცემა გამიჭირდება) რის გამოც სახლთან სულ რაღაც 40 მეტრში არსებული მაღაზიიდან სადღაც 30 წუთში დავბრუნდით :))
3. ღამის 11 საათზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან ვიდექით მე და თამარი , მედგრად ვაკაკუნებდით 15 წუთის განმავლობაში აშკარად გაუქმებულ სარკმელზე (რა ჩვენი ბრალი იყო 24/24 ეწერა და : )))
4.შემდეგ იყო ფოიერვერკი : ))
5. თამუნას შაკოს აღიარება რომ ძალიან ვუყვარვარ.. : )))


უდადებითესი მოვლენა : ჩემი მეგობრის "კანფეტის" მირთმევის პროცედურა, ჩაკნატუნებას რომ ვეძახით ხოლმე : ))).. (მაშინ როდესაც ყურისამატკივებელ სიჩუმეში გვძინავს 3 ადამიანს და "უუუუსაყვარლესი" ხმა გვაღვიძებს თანდაყოლილი კითხვით :რა მოხდა??? : )))))

Monday, December 6, 2010

ერთი-ორი სიტყვით მეტი...

ხშირად მიგვრძვნია განცდა იმისა , რომ რაღაც ვერ დავაფასე, ცხოვრებისგან ბოძებული შანსი სათანადოდ ვერ გამოვიყენე.
ხშირად ადამიანები მოდიან, მერე მიდიან, მაგრამ ხანდახან არის შემთხვევები როდესაც წავლენ ისე, გამოუმშვიდობებლად...
ვერ დავაფასე ის მომენტები როდესაც, ჩემი ხელი გეჭირათ, როდესაც სიტყვებით მეფერებოდით, ზუსტად იმ რჩევას მაძლევდით, უფრო სწორად ისეთი გზით მირჩევდით იმ წუთას ყველაზე მეტად რომ მჭირდებოდა, ყველა აზრს იზიარებდით, ყოველთვის გაინტერესებდათ ესა თუ ის განცდა სხვადასხვა საკითხზე,ყველა ემოციით ინტერესდებოდით.. ამ ყველაფრის მერე კი როდესაც წასვლა დააპირეთ ყველას გაუღიმეთ, ზოგს გადაეხვიეთ.. მე კი ერთი გაყინული გამარჯობა მითხარით.
საკუთარ თავს როგორ არ დავაბრალო მე რომ ცოტა ხშირ-ხშირად მევლო ტაძარში, ერთი-ორი სიტყვით მეტი მეთქვა , იქნებ ერთი ღიმილი მაინც დამემსახურებინა. თუმცა თავადაც თქვით რომ ეს ძალიან ადამიანური განზომილებაა და დიდად სადარდებელიც არაა, მაგრამ ვეჭვობ ჯერ იდევ დიდხანს მიწერია აქ ყოფნა, რადგან ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ავითვისე.

ახლა კი როდესაც არაჩვეულებრივი გზა დაგვანახეთ , გზა თქვენი ნახვისა სახარებასა თუ წმინდა წერილებში, დარწმუნებული ვარ ამ შანსს სათანადოდ და გონივრულად გამოვიყენებ...

Sunday, November 28, 2010

....

А хватит ли у тебя мужество идти за мной всюду , подумала ли ты как велик мир подумала ли о том что нам нельзя будет вернутся назад .....

Thursday, November 18, 2010

ფანჯრის რაფაზე ორი ქილა კომპოტი ჰქონდათ დაწყობილი ,თითქოს კარლსონს ელოდებოდნენო...

დღეს წავაწყდი ასეთ მშვენიერ სურათს , ვიღაცას ფანჯრის რაფაზე მხრიარულად ჰქონდა დაწყობილი ორი სამლიტრიანი ქილით თუ არ ვცდები ბლის კომპოტები... გამეღიმა , ისე საინტერესოდ, გამიხარდა ჩემი ( არ დავიბრალებ და თამუნასიც ) აღმოჩენა... იმ წამსვე ორივეს ამ აზრმა გაგვიარა თავში და რათქმაუნდა არც დავაყოვნეთ ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა.....უეჭველი იქ ვიღაც ჩვენიანი ცხოვრობს რატომღაც ეგრე მგონია...
ხოოო ,კიდევ მინდოდა ეხლა რაზეც მოგიყვებით ცალკე დამეწერა პოსტი , მაგრამ აქვე მივამატებ... ქართულის ოლიმპიადაში თავისუფალ თემაში 0 ქულა დამიწერეს , მერე გამოვითხოვე, აღმოჩნდა რომ არ მეკუთვნოდა და ა.შ და .შ მოკლედ რომ ვთქვათ, სიტუაცია ასეთია ერთ 12 კვადრატულ ოთახში ვსედხვართ მე და გამსწორებელი, რომელიც ცდილობს გამაგებინოს შეცდომების არსი , როგორც აღმოჩნდა სტილისტურ შეცდომებს ჰქონდა ადგილი , მეც ჩავეძიე და აღმოჩნდა , რომ არ მოგატყუოთ ციტირებას ვახდენ (საუბარია გაბრიელ გარსია მარკესზე) "მისი ნაწარმოებების კითხვისას მიჩნდება სურვილი გულში ჩავიხუტო მისი ავტორი" ამის წაკითხვის შემდეგ, ძალიან ოფიციალურად მითხრა რომ მისი არამც თუ "ჩახუტების" ,მაგ ფაქტის გაიფქრების უფლებაც არ მქონია .. თუმცა მისმა სიტყვებმა მას მერე დაკარგა ჩემთვის ფასი როდესაც გაკვირვებულმა ისიც დასძინა შენ როგორ უნდა ჩაიხუტო გარდაცვლილი გულშიო... ალბათ ძალიან გაკვირვებულდედისგინებაგაოცებული სახის გამომეტყველება მივიღე და უცებ მომიბოდიშა.... სიმართლე გითხრათ არ ვიცი რატომ ეგონა მას რომ უკვე ერთი გზის ბილეთს ვიღებდი კარტახენამდე , გაბოს გულში ჩასახუტებლად , მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება...
ასე და ამგვარად მეგობრებოოოო დამიშალეს გაბოს გულში ჩაკვრა .....

Followers