Search This Blog

Sunday, January 12, 2014

არა .. არავის აქვს იარაღის ლულა მობჯენილი ჩემთვის შუბლზე (თავად გადავწყვიტე)

არ ვიცი რატომ,მაგრამ მომინდა დამეწერა ის,რა აზრებმაც გამიელვა ხუთიოდე წუთის წინ გონებაში... გადავავლე თვალი ჩემს რელიქვიებს (მეგობრების წერილებს) და მივხვდი ,რომ ბედნიერი ვარ,რომ ერთხელ მაინც უნდა ვუთხრა მათ, რასაც სინამდვილეში ვფიქრობ და ალბათ ახლა ოდნავ გაკვირვებული სახეებით კითხულობენ. ჩემო მეგობრებო. არა ,არ ვარგა.. ძვირფასო მეგობრებო... (სასაცილოა ასეთი დაწყება) ელენე .. შენთვის არასდროს მითქვამს ,რომ ყოველთვის ვხედავდი ,როგორ გამოდიოდი დილით საკლასო ოთახიდან,რათა მე შემგებებოდი (ეს ერთადერთი რამაა რაც სკოლაში მენატრება ,შენი ბედნიერი ღიმილი ,როცა მე მხედავდი. ამ ღიმილის მიზეზს ვერაფრით ვხვდებოდი და ალბათ ამიტომ გიმხელ ამას ახლა), არასოდეს მითქვამს ,რომ მიკვირდა ,როგორ მიძლებდი მაშინაც კი ,როცა აუტანლად ვიქცეოდი,ისმენდი ყველანაირ ტელემუნდონარევ ისტორიას ჩემი ხანდახან პრისიონერა ცხოვრების შესახებ და მაინც ყოველ დილით არ გეზარებოდა საკლასო ოთახთან დამხვედროდი... მე შენ მიყვარხარ. ვიცი რომ ეს ჩემზე უკეთ იცი და არ აქვს მნიშვნელობა წელიწადში ასჯერ თუ ნახევარჯერ ვნახავთ ერთმანეთს ..ჩვენ სოფო და ელენე ვართ, განუყრელი კლასელები,მეგობრები ,ახლობლები ,მხოლოდ შენ იცი როგორ აღვიქვამ "პატარა უფლისწულს" (მაპატიე მთელი კვირა რომ გაძალებდი მის წაკითხვას) მე არასოდეს მითქვამს შენთვის ,რომ როდესაც სკოლიდან გადახვედი მე-11 კლასში, სახლში მოსული ყოველ დღე ვტიროდი ,რადგან პირველად ვიგრძენი სიცარიელე და მივხვდი როგორ მავსებდი 5 წლის განმავლობაში... ჩემო ელენე ,ჩემო ყველაზე თბილო ....მე არასოდეს მითქვამს ,რომ მხოლოდ შენ მაჩერებდი 51 -ე საჯარო სკოლაში და დღეს ბედნიერი ვარ,რომ მარტივად არ დაგთმე... თამარ.... ფრაზა ,რომელიც ყველა წერილში მეორდება :" ბევრი მოდიოდა,მერე მიდიოდა მაგრამ მე და შენ ვრჩებოდით მუდამ და ეს ასე გაგრძელდება" ,იცი ერთხელ ისიც მითხარი ( არა არ გითქვამს წერილად მომწერე) მე იმიტომ დავრჩები,რომ გულით დამყავხარ და არა გონებითო.. მე კარგად მახსოვს ,რომ შენი ვალი მაქვს 25 თეთრი მე-6 კლასიდან მოყოლებული (გავისტუმრებ ცოტაც მაცადე) ,შენ ერთადერთი ხარ ვისაც შეუძლია მოვიდეს ,როდესაც დამინახავს ,რომ ვიტრინის ზედა თაროზე ვცდილობ დავათვალიერო ელექტროტექნიკა უშედეგოდ და ხელში აყვანის ინსცენირება გააკეთოს ( ამაზე ახლაც ბევრს ვიცინი :))))) შენთვის არასოდეს მითქვამს,რომ ვერ ვიტან როცა ტონტოლიკოს მეძახი ვახ.... მაპატიე ,რომ დამრიგებელი მუდამ შენ გსჯიდა ლაპარაკის გამო მე კი ოლიმპიური ღიმილით ვუყურებდი ამ სცენას, ისიც მაპატიე რომ თუ არ ვლაპარაკობდით, იმიტომ გეჩხუბებოდა თვალებით ნუ საუბრობთო, რა ჩვენი ბრალია თუ ყველანაირი ჟესტით გვესმის ერთმანეთის.. გინდა თამუსია თოფურია დაირქვი გინდა სუბიექტური იყავი და თუ გინდა სექსისტი :))) ჩემთვის მაინც ის თაფლო იქნები,რომელთან ერთადაც ყოველ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვაზე დავდიოდი და სიონის ბაღში ქალაქობანას ვთამაშობდი (სხვათა თანხლებით) მე შენ მიყვარხარ ... და რამე.... სალომე შენ ერთადერთი ადამიანი ხარ,რომელმაც საიქიოს გამისტუმრა კეთილად.. არა,გაგონილა მეგობარს დაუწერო წერილში ასეთი რამ : " ვიცი შენს ცხოვრებაში ბევრი რამ არ ხდება ისე როგორც გინდა,მაგრამ ცოტაც მოითმინე ღმერთს თავისთვის კარგები უნდა და შენი დროც მოვა" ? მეშინია ამ დროის მოსვლის ))) შენ შეგიძლია მიმტკიცო ,რომ გუშინ გითხარი შენი ნახვა არ მინდა-მეთქი და იმდენ ხანს მიმეორო რომ საბოლოოდ მეც შემეპაროს ეჭვი ამაში. შენთვის არასოდეს მითქვამს ,რომ ზემოთ აღნიშნული სიცარიელე სწორედ შენ შემივსე (ელენე შენ არ დამვიწყებიხარ )) და ამისთვის მადლობელი ვარ..ვიცი ბევჯერ მეტყვი არასოდეს გითვამს რომ გიყვარვარო,ამიტომ ახლა გეუბნები მე შენ მიყვარხარ,რადგან ხარ ყოველთვის იქ, სადაც უნდა იყო ,არც ის მითქვამს,როგორ ამაყად ვგრძნობ თავს როდესაც მაქებ და როცა მიყვები რამე ისეთს, სხვებმა რომ არ იციან ,მე თავი მათზე მაგარი "ტიპი" მგონია და ამითაც ვბედნიერდები (ეგოისტი თვითონ ხარ მკითხველო). შენ ხარ ჩემი აბიტურიენტობისა და გიჟი ზაფხულის მეგზური...ჩემი მაგული... და ძაბულის განუყოფელი ნაწილი... ანუკი... აი ,შენთვის არასოდეს მითქვამს ,რომ როდესაც სიკვდილი მისურვე.. ბევრი გაგინე... )))) კარგი ბევრი არა... შენ ხარ ყველაზე მოუსვენარი ადამიანი , მხოლოდ შენ შეგიძლია დალიო გაურკვეველი წარმოშობის 4ჩ-ს სადღეგრძელო, არა თან მარტო კი არ დალევს, ჩვენც დაგვალევინებს, შენ გამალოთე საერთოდაც თუ გაინტერესებს და ვაფშეტა იცოდე რომ დაბადების დღე ,რომ გაქვს ნახევარ საათში აი ახლა,აქ, პირველი მე გილოცავ და ადრე თუ გვიან ვიღაც-ვიღაცები პირველობას ,რომ მიიწერენ ნახავ ამ პოსტს და გაიღიმებ... არასოდეს მითქვამს რა ბედი ეწია შენს ნაჩუქარ გაურკვეველი წარმოშობის "საჩუქარს" ჩემი სვით 18-დან , ამას არც არასოდეს გეტყვი.. ისე კაი იყო.... :)))))შენ ხარ ქარი,რომელიც არასოდეს გვაძლევს მოდუნების საშუალებას , იცი, მე შენც მიყვარხარ ,გასაოცარია მაგრამ უკვე ოთხი ადამიანი მყვარებია მხოლოდ ამ პოსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ:)))არასოდეს მითქვამს,როგორ დამწყდა გული სამეგორელოში მარტო,რომ გაგვიშვი მე და სალომე... და ის რაც ყოველთვის მინდოდა მეთქვა, მე შენს გვერდით ვარ (ნუ როცა გამოცდები არ მაქვს :)))) და საერთოდაც ჩვენ აქ ვართ ,ძალიან ახლოს... ნუცა...ვიცი შენ გინდა ,რომ ცალკე პოსტი მოგიძღვნა და საერთოდაც როგორ გაგიბედე ,რომ ახლა მეგობრების სიაში ჩაგწერე... შენთვის არასოდეს მითქვამს ,რომ... უხ ,რამდენი რამ არ მითქვამს .. მაგალიტად ის, რომ კარგად მახსოვს მე-6 კლასში ჩვენი "ჩატენილი" ბურთი კალათში(უკანასკნელი 5 წამია, ნუცა პასს მაძლევს ,მე ვისვრი დააა ბურთი კალათშია) არასოდე მითქვამს ,რომ მენანება ის ერთი წელი უერთმანეთოდ,რომ გავატარეთ.. ვერ გპატიობდი თამუნასთან გატარებულ ვერც ერთ წამს, ალბათ მომავალში ჩემს შვილებს სიცილით მოვუყვები,როგორ დაგიბარე ლესელიძის ბაღში საქმის გასარჩევად, მეხუთე კლასში, არასოდეს მითქვამს ,რომ დღემდე ვინახავ შენი და თამარის ნაჩუქარ "ნაკლეიკებს" გლანდების ოპერაცის შემდეგ ,რომ მომიტანეთ ნაყინთან და იოგურტთან ერთად..არასოდეს მითქვამს ,როგორ მიყვარს ის ჩახუტება,ყოველი ჩემი დატუქსვის მერე,რომ იცი და სიტყვები" მე მხოლოდ ის მინდა შენ ბედნიერი იყო" არც ის მიხსენებია,რომ სადღაც გულის სიღრმეში დღემდე ვერ გპატიობ ყურმილის დაკიდებას,მაშინ როცა ბოდიშის მოსახდელად დაგირეკე (ესეც მეხუთე კლასში) .მაპატიე ფეხსაცმელებზე ,რომ დაგცინე .. ვიცი ამას არასოდეს დაივიწყებ , არც შენ მაკლებ დღემდე ,მაგრამ ეგ მართლა მაპატიე....აუუ რამდენი რამე უნდა დავწერო ახლა .. ჩახველებაწამღერებით.. მე შენ მიყვარხარ.. ვსიო სენტიმენტებმა გადამიარა და სანამ მართლა იმის დაწერა დავიწყე ,როგორი ნირიახა ხალხი ხართ და როგორ უბერავთ ხანდახან წავალ.....

Friday, September 20, 2013

🌌🌕🌞

თურმე როგორ დაგაბნიე ჩემო , რთული ყოფილა ჩემი სიყვარული ,დაგაბნია მანძილმაც ალბათ ,შენ არ მითხარი "ცამდე,მთვარემდე,მზემდეო?!" ადამიანების უმეტესობა ყველაფერს გაიღებდა,ოღონდ სცოდნოდათ ,როდის ნახავდნენ მათ საყვარელ პიროვნებას უკანასკნელად .მე....მე იღბლიანი ვარ, ჩაგეხუტე,გაკოცე გაანალიზებულად ბოლოჯერ (ამ განცდით), მაპატიე ჩემო სველი საყელო) შენთან თამაში ხომ არასოდეს გამომდიოდა(არადა როგორი საჭირო ყოფილა) მე ახალი ცხოვრება დავიწყე მე ახალი ცხოვრება მე ახალი ახალი მე მე მ !

Wednesday, March 13, 2013

:)

რომ შემეძლოს თავიდან დავიწყო... ალბათ არ ვინანებდი შენთან გატარებულ არც ერთ წამს,მიუხედავად იმისა ,რომ ყველაფერი დამთავრდა.ესეც რომ მცოდნოდა,მაინც ასე მოვიქცეოდი,ოღონდ გაგიშვებდი ღირსეულად და საკუთარი ხელით ჩაგილაგებდი საგზალს,საკუთარი ხელით შეგისწორებდი პერანგის საყელოს ,მერე კი,შუბლზე გაკოცებდი და გისურვებდი "გზა მშვიდობისას"...მენატრები,ალბათ ამ გრძნობას ეს ჰქვია,იგი შემომიტევს ხოლმე და გული მტკივა,რომ.... ყოველ საღამოს,ყოველ დილით ვხუჭავ თვალებს ,მეოცნებება ჩვენ შეხვედრაზე,ჩახუტებაზე,კოცნაზე ,შენს სიახლოვესა და სურნელზე,რომლის არაფერი გამეგება და ათას სხვა სურნელs შორის რომ ვერ გავარჩევ....

Sunday, September 23, 2012

მწუხარება მკერდზე მიყრდნობოდა საგოდებელში დუმილს...

დაიწყო .... ის რასაც ამდენ ხანს ველოდი - დამამთავრებელი კლასი ... დაიწყო ნეგატიურად და ისე რაღაცნაირად სიტყვებით,რომ ვერ ახსნი ...ახლა კვლავ დაემსგავსება ყველაფერი ერთმანეთს უაზროდ და საკუთარ თავს აგერ უკვე მერამდენედ (ვინ უწყის ?!) დავემდურები არაფრის შეცვლის გამო... დღეების თვლა ჩვევად მექცა, ვითვლი ..ვითვლი .. ვითვლი ....აღმოვაჩინე , ჩემთან ურთიერთობაში დაშვებულ შეცდომებზე თურმე უსწავლიათ და გული დამწყდა , ეგოისტურად , მაგრამ მაინც... მეწყინა , რომ მე უბრალოდ სასწავლებლად გამოვდექი ....წავა რა ყველა .... უეჭველად ...შემომელევა როდესმე ეს ფურცლებიც , ათასჯერ დაწერილს , ალბათ ათასმეერთედაც დავწერ და დავხურავ ბლოკნოტს... წერილები დავწერე დავტოვე სხვადასვხ ადგილას, იმედი მაქვს ვინმეს გაეღიმებოდა მაინც ... მეც ვიპოვე პოზიტიური წერილი...ძალიან დამღლელად ვწერ უბრალოდ ასე მეფიქრება -ნაწყვეტ-ნაწყვეტ....

Thursday, February 9, 2012

Fairy Tale

ჩემთვის არასოდეს არავის უთქვამს - "ნახე მამამ რა მოგიტანა!"
არასოდეს მითქვამს საპასუხოდ - "მადლობთ მამი "
აქედან გამომდინარე არასოდეს უკითხავთ "მოგეწონა? "
მაშასადამე არასოდეს მიფიქრია ამ კითხვის პასუხზე.
არა, არ მიყვარს შეცოდება.. უბრალოდ მიყვარს აღმოჩენები . რაიმეზე რომ ფიქრობ და .. უცებ მიხვდები .. მიხვედრას ემოცია მოსდევს.. მე კი აგერ უკვე მერამდენედ ავღნიშნავ , რომ მსიამოვნებს ემოციების შეგროვება და რადგანაც ახლა ამ წუთას მე ვწერ ეს ნიშნავს , რომ დამუხტული ვარ მისით... (ცუდად თუ კარგად ეგ სხვა საკითხია )
რამოდენიმე დღის წინ ადამიანი ვნახე , რომლის თვალებმა შემაშინეს ... პირველად ვნახე გაბოროტებული, ცისფერი, არაფრის და ამავდროულად ყველაფრის მთქმელი, წყლიანი თვალები , რომლებშიც აშკარად ამოვიკითხე, ის რომ იგი ყველაფერზე იყო წამსვლელი.. ..შიმშილისაგან.......მინდოდა ხმა ამომეღო, მეყვირა , მეჩხუბა სულის სიღრმიდან ამომეხავლა , მაგრამ არ შემეძლო ....
გუშინ კი ამდენი ხნის შემდეგ შევძელი თავი დამეღწია ყველაფრისთვის.. დიახ მარტო მინდოდა ყოფნა. არა, არანაირი დეპრესია,უბრალოდ მინდოდა მეფიქრა არაფერზე .... ერთი ქუჩაა ბავშვობიდან მეშინია იქ გავლის და იმ დროიდანვე ვცდილობ ამ ფაქტის ახსნას... მივდიოდი სწორედ იმ ქუჩაზე თანაც კაციშვილი არ იყო და მიხაროდა , რომ ასეთ "გმირობას" ჩავდიოდი.... ტუჩზე ისე ვიკბინე სისხლი მომდიოდა.. მეც გავუყევი სახლის გზას, ვფიქრობდი მარკესზე და ვტოვებდი ჩემი სისხლის კვალს თოვლზე ....

Followers